(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის უნდა გასამართლდეს

„სააკაშვილი უპირველესად არა უკანონო მითვისებებისა და უკანონოდ საარაკო ქონების დაგროვებისათვის, არამედ საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის უნდა გასამართლდეს“, – ამ განცხადებას პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აკეთებს.
მისი თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოს მოსახლეობის მიმართ განხორციელდა „იურისპრუდენციისათვის ცნობილი გენოციდის ყველა ფორმა“.
„სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და თანამოაზრეების ოფიციალურად ლეგალიზებული ქონება ჩვენს ხელთ არსებული მასალებით გონებამიუწვდომელია, ეს ავსახეთ კიდეც „მხილების მუზეუმში“, რომელიც წარვუდგინეთ საქართველოს მოსახლეობას. სამწუხაროდ, მუზეუმის ექსპონატები გატაცებულ იყო წინა ხელისუფლების მიერ 26 მაისის მოვლენების დროს. სააკაშვილის და მისი გუნდის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ჩვენს მიერ შექმნილი 600-გვერდიანი დოკუმენტი 2012 წელს გადავუგზავნეთ გენერალურ პროკურატურას“, – ამბობს შაშიაშვილი.
„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, ჯერ კიდევ 1999 წელს მან მოწოდებით მიმართა სააკაშვილს, ერთად გამოექვეყნებინათ ქონებრივი დეკლარაცია და ხელწერილი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
„ჩემს მიერ ასეთი დოკუმენტი გამოქვეყნდა, ხოლო მან მტკიცე უარი განაცხადა, რაც აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლეგალიზებული, ანუ ოფიციალური ქონების უკან მრავალჯერადი დამალული ქონება დგას“, – ამბობს შაშიაშვილი.



