(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ყოველ ქართველში 301 -ე არაგველი მინდა დავინახო!

პარტია „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა 300 არაგველის ხსოვნას პატივი დღეს დღე კრწანისში მიაგო.
„ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი კრწანისში. ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე საქართველოს ყოველი კუთხე-კუნჭულის გმირთა სისხლია დაღვრილი. თბილისის დასაცავად მთელი ერი დადგა. როგორც მეისტორიე ამბობს, იმერეთიდანაც კი 2 000 მეომარი გამოგზავნა სოლომონ მეორემ. ვიდექი დღეს ამ წმინდა მიწაზე და ჩემთვის ვფიქრობდი: მართლაც სხვა – გაბრწყინებული საქართველო იქნება, როცა ყოველი ქართველი საკუთარ თავს 301-ე არაგველად ჩათვლის. ჩემში, ჩემს შვილში, ყოველ ქართველში 301-ე არაგველი მინდა დავინახო”,- განაცხადა „თეთრების” ლიდერმა.
მისი თქმით, ამ დღეს სხვა მასშტაბით აღნიშვნა სჭირდება. შაშიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ერთი წლის შემდეგ, კრწანისის ბრძოლის 220 წლისთავი – დიდი ქართული დღე იქნება.
„თეთრების” ლიდერი მიესალმება იმას, რომ შესაძლებელი გახდა კრწანისის გადარჩენა სასტუმროების მშენებლობისაგან. მისი თქმით, მომდევნო წლებში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს ადგილი მთელი მსოფლიოსათვის ქართველთა უმაგალითო გმირობის ადგილად წარმოჩინდეს.



