თემურ შაშიაშვილი: საქართველოს ჰყავს თვითკმაყოფილი ხელისუფლებები და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი (რეპორტიორის პრესკლუბში გამართული ბრიფინგის სტენოგრაფიული ჩანაწერი 29.09.2014წ )

 

news_24815ბატონებო,

თქვენს წინაშე წარმოდგენილი ვართ მეცნიერი, ხელოვანი და პოლიტიკოსი და ვმსჯელობთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე. რომ ხელისუფლებები მოდიან პროგრამებით, თვითონ არიან კმაყოფილი, თუ როგორ სრულდება ეს პროგრამები, ხალხი კი არის უკიდურეს გაჭირვებაში. 1992 წლიდან საქართველოს ჰყავს თვითკმაყოფილი ხელისუფლებები და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ხალხი. ხელისუფლება ამბობს რომ ააშენა ქვეყანა, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი ჩანს თუ რა უმძიმეს მდგომარეობაში ტოვებენ ქვეყანას.

აშკარაა, რომ თემა მთავრობის მიერ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებისა, უმთავრესი საკითხი ქვეყნის ცხოვრებაში, ვიღაცისთვის უმნიშვნელოა. ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია. ბატონი ლეონი ფირცხალავა თეოლოგია, ის საქართველოს გადარჩენას წმინდა მამების დანაპირების შესრულებაში ხედავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონი დავით გველესიანი წარმოადგენს დიდ ხელოვნებას – ანსამბლი „რუსთავი“ მართლა დიდი ხელოვნებაა ჩვენი ქვეყნისა. ვხედავთ, რომ ამ მოძრაობაში ჰუმანური და სიკეთით სავსე ადამიანები არიან ჩართულები.

გაეროში უკვე დამოუკიდებელი საქართველოს 20-მდე წარმომადგენლის (მათ შორის პრეზიდენტების გამოსვლებია) ბოლო გამოსვლა გააკეთა ღარიბაშვილმა, ძალიან საინტერესო და კარგი გამოსვლა. მაგრამ, ყველა საუბრობს წარმატებებზე, რომ ეხლა ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაშია, რომ დიდი წარმატებით მივდივართ წინ 2 წელიწადში გაკეთდა ის რაც 10 -15 წელში ვერ გაკეთდა, ხალხიც რომ ასე ფიქრობდეს, ეს იქნებოდა ბედნიერება. მაგრამ მე კი ვხედავ რომ ხალხში განწყობა არის მძიმე, ამას წინათ ვიყავი აჭარაში,. იქ არის ძალიან რთული მდგომარეობა, ჩემი მეგობრები იყვნენ გასული რეგიონებში და იქაც მსგავსი სიტუაციაა.

საინიციატივო ჯგუფმა იმსჯელა შექმნილ სიტუაციაზე და გავაკეთეთ განცახდება, ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი ოქტომბერს არის 2 წელი, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლების სათავეში. ყველა ქვეყანაში, დემოკრატიულშიც და უკვე არადემოკრატიულშიც, პატიოსანი და მართალი ხელისუფლება მიდის ხალხთან და პატიოსნად ეუბნება, რა შეძლო გაეკეთებინა ამ ხნის მანძილზე და რა ვერ შეძლო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველი ოქტომბრიდან მთელი ოქტომბრის განმავლობაში, ხელისუფლებამ ქალაქებში და რეგიონებში ანგარიში უნდა ჩააბაროს ხალხს, თუ რა გაკეთდა, რა არა.

 

ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა არის გართულებული. ჩვენ 10 ათასამდე ადამიანს შევხვდით და აღმოჩნდა რომ „ნაციონალებმა“ დაანგრიეს ქვეყანა, ხოლო ოცნებამ იმედები გაუმტყუნა ხალხს, სულ სხვა იყო მოლოდინი, რომელიც არ გამართლდა. ეს ორი პოლიტიკური ძალა დღეს არის პარლამენტში. ერთი ამბობს რომ აყვავებული ქვეყანა დატოვა, მეორე ამბობს რასაც დავპირდით, გადაჭარბებით შევასრულეთო. ხალხი კი სულს ღაფავს. სახეზეა კრიზისი. ხელისუფლების ყოფილი და დღევანდელი წარმომადგენლებისგან რადიკალურად განსხვავებულად ფიქრობს ხალხი – რაც არის კრიზისის მაჩვენებელი.

ჩვენი ჯგუფი აპირებს განცხადების გაკეთებას.

დღეს სასიამოვნოა, რომ უნივერსიტეტებში სწავლა დაიწყო. ყველა სტუდენტს ვულოცავ. ამ დღეს, ჩემი შვილიც სტუდენტი გახდა და პირველად წავიდა ინსტიტუტში. თუმცა არის სერიოზული პრობლემები, რომლის წინაშეც დგას სტუდენტობა და მე მინდა ხელისუფლებას შევახსენო მისი დანაპირები.

სტუდენტების 30% – მა ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა და ამის გამო შეჩერებული აქვთ სწავლის შესაძლებლობა. ეს არის ძალიან მძიმე რამ, რომ სტუედნტები ვერ იხდიან სწეავლის გადასახადს. ნაცმოძრაობამ ამ ხელისუფლებას და ხალხს დაუტოვა ეს სისტემა, რომლითაც სტუდენტობა არის გაწამებული. იმედია პრობლემებზე დაფიქრდება რომელიმე ხელისუფალი.

ისევ რომ დავუბრუნდეთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ის ფაქტი,რომ ასე გააქტიურდა და გამხეცდა, გაველურდა „ნაცმოძრაობა“, არ არის ქვეყნისთვის კარგი ნიშანი.

პრეზიდენტის გამოსვლები, რუსთავი 2-ის ქცევა, ის, რაც ნაციონალებმა ნიუ-იორკში იკადრეს… არ მეგონა, რომ ქართველი კაცი ასეთ პერიოდში ასეთი სიტყვებით ვინმეს მიმართავდა. ასეთ განსაკუთრებულ რელიგიური დატვირთვის მქონე პერიოდში ღვთისმშობლობიდან ჯვართამაღლებამდე. საქმე გვაქვს ველურობასთან, სიშლეგესთან ჩვენ საქმე გვაქვს რელიგიური ენით რომ ვთქვათ, სექტასთან ნაცმოძრაობის სახით, ამიტომ დიდი გაფრთხილებაა საჭირო. საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა, პროტესტების ახალი ტალღა არ აგვეგორებინა და ვიფიქრეთ იმაზე, რომ თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააბაროს ანგარიში ქართველ ხალხს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებ, რომ დღეს ხელისუფლების და ხალხის დიდი ერთობაა საჭირო, რათა წერტილი დაესვას ნაცმოძრაობას.

დღეს უკვე ნაცმოძრაობამ შეცვალა თავისი სტრატეგია, ქ-ნი რულოვსი არის ამ შეცვლილი სტრატეგიის მთავარი ფიგურა, რომელიც სურთ წარმოადგინონ წამებულად. და სულაც არ არის გამორიცხული, რომ ნაცმოძრაობის სიის სათავეში სწორედ ქალბარტონი რულოვსი წარმოგვიდგეს. ეს არის გარე სექტების, ანტიქარტული ჯგუფების მიერ მიერ დაწერილი პროგრამა. ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც გენოციდი მოუწყო ქართველ ხალხს, ოჯახი წამებულად წარმოადგინონ.
ჩვენ დღესაც არ ვიცვლით პოზიციას, რომ ყოფილი პრეზიდენტი და ხელისუფლება უნდა გასამართლდნენ არა იმისთვის, თუ რამდენი სახლი ან კოსტუმი იყიდა სააკაშვილმა, და სახელმწიფოს ფული სად დახარჯა, არამედ საქართველოს მოსახლეობის გენოციდისათვის. დღეს გაწამებულია სტუდენტები, რომლებიც სწავლის გადასახადებს ვერ იხდიან; ადამიანები, რომელბსაც ბანკებთან აქვთ პრობლემები. პრეზიდენტის სასახლე რომ არ აშენებულიყო და იმ ნახევარი მილიარდი დოლარით დახმარებოდნენ ადამიანებს, ვისაც ბანკებთან აქვთ პრობლემები, როგორც ეს გააკეთეს წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებებმა ეკონომიკური კრიზისების დროს, არც ერთ ოჯახს დღეს ბანკებთან პრობლემა არ ექნებოდა.

ის ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას მოუწყო გენოციდი, დღეს გვესაუბრება. რომ დატოვა აყვავებული და წარმატებული ქვეყანა!
დღეს საშიში მომენტია ქვეყნისთვის, ვინაიდან სააკაშვილი სჭირდება როგორც რუსეთს ისე ამერიკას. აშშ-ს სჭირდება იმის გამო, რომ სააკაშვილმა არ თქვას, რაც იცის, ხოლო რუსეთს იმისთვის – რომ მან თქვას ის ინფორმაცია, რასაც ფლობს. ყოფილი პრეზიდენტი საინტერესო ფიგურაა როგორც ამერიკისთვის, ასევე რუსეთისთვის, და ამდენად, ის უფრო საშიშია საქართველოსთვის. მე არ ვთვლი,რომ საქართველოს ხელისუფლებაში ყველა დონეზე ეს გაცნობიერებულია. ვხედავთ რომ ამ პრობლემებისადმი არის ზერელე დამოკიდებულება.
გარედან შემოდის დიდი ფული, სოკოებივით მრავლდებიან უცხოური სექტების მიერ შექმნილი არასამთავრობოები., ხელსიუფლებაში მოიყვანეს ადამიანები, რომლბესაც არაფერი ჰქონდათ არც ცოდნა, არც გამოცდილება, მაგრამ მათდამი ლოიალობის გამო, უცხო ძალებმა ასეთი ადამიანები თავზე დააჯინეს ქვეყანას. ამერიკაში არავინ იცის ახალგაზრდა ეკონომისტი, ახალგაზრდა იურიოსტი და ა.შ, აქ კი თავზე აზიან ქვეყანას. იმიტომ რომ მილიონებს იღებენ გარედან.. დღეს დიდი გამოცდაა რწმენის, ეკლესიურობის რელიგიის, ამას სჭირდება დიდი ქართული ერთობა, მაგრამ ის, როგორც იქცევა ხელსიუფლება, ხშირად ხელს უწყობს ნაცმოძრაობის რეაბილიტაციას. ვერ ვხედავ, სწორად მიდიოდეს პროცესები. ხელისუფლება ბევრს საუბრობს წარსულზე და არ აქვს ქვეყნის განვითარების ნათელი პროგრამა.

რამდენიმე პრობლემას შევეხები

საქართველოში არის ეკლექტიკური მართვის სისტემა, არაქართული მართვის სისტემა. ჩვენ დიდ დისკუსიას ვთავაზობთ ყველას, რომ მმართველობის არაქართული სისტემის გაქართულება უნდა მოხდეს.

ერთი პრობლემა, რაც ნაცების წისქვილზე ასხამს წყალს – ერთი კაცის ხელშია თავმოყრილი მთელი პოლიტიკა და კაპიტალი და ეს კაცი ვითომ ხელისუფლებიდან წავიდა. ბატონი ივანიშვილი დღეს დიდ სირთულედ აწვება საქართველოს, მას და მის ჯგუფს მონოპოლიზებული აქვს პოლიტიკა და კაპიტალი. ეს არ არის მარტივი სიტუაცია, მე გამოვდივარ არა მის წინააღმდეგ პიროვნულად, არამედ, მიმაჩნია, რომ ეს ნაციონალების წისქვილზე ასხამს წყალს.

დღეს საქართველოს და ხელისუფლებას ერთი და იგივე მტერი ჰყავთ — პირადი ერთგულები და ის, ვისაც უყვარს პირადი ერთგულები. მმართველობის მთელი სისტემა აწყობილია სწორედ პირად ერთგულებაზე. ეს არ არის კარგი მდგომარეობა;

მეკითხებიან, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება ქართულ პოლიტიკაში, მიიღებს თუ არა მას საზოგადოება?

– ვპასუხობ ლაკონურად და პირდაპირ: ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან არც წასულა!რაც მალე წავა, მით უკეთესი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. მაგრამ უნდა წავიდეს რეალურად. არ შეიძლება,პირდაპირ ვამბობ,დანაშაულია ის რომ, საქართველოში პოლიტიკა და კაპიტალი ერთი კაცის მიერ არის მონოპოლიზებული.ეს არა თუ შეურაცხმყოფელია ყოველი ქართველისათვის,საქართველოს ყოველი მოაზროვნე მოქალაქისათვის,არამედ ასამარებს ქვეყნის დამოუკიდებლობასაც, დემოკრატიასაც…,ასეთ პირობებში უაზროა ლაპარაკი პიროვნულ თავისუფლებაზე,თავისუფალ ადამიანზე…,ასეთი გარემო არის ხელსაყრელი ნაციონალური სექტისათვის-გადავიდნენ შეტევაზე.ეს კი ქვეყნის დასასრული იქნება.

მსიამოვნებს, რომ მოაზროვნე და საინტერესო ადამიანები გაერთიანდნენ ამ საინიციატივო ჯგუფში. ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვაქვს. ამ დღეებში „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს შეკრება შედგა და სახალხო კრებაც აპირებს გააქტიურებას იმ ფონზე რომ ქვეყანაში ასე გამხეცდა ნაციონალური მოძრაობა. ჩვენც თეთრები მომავალ კვირაში ვაპირებთ სერიოზული განცხადება გავაკეთოთ.

ქართულმა ოცნებამ და მისმა ლიდერებმა პოლიტიკური პარტიები გაათითოკაცეს, ყველა გადაკიდეს ერთმანეთს და სკამებისათვის მებრძოლებად აქციეს. ზოგ პარტიას მილიონები მისცეს, ხელი შეუწყვეს, ზოგს კი ბრძოლა გამოუცხადეს. დიდი გაერთიანებაა საჭირო, რომ დავიბრუნოთ საქართველო. იმედი მაქვს, ოქტომბრის თვეში ხელისუფლება ისე გააკეთებს ანგარიშს, რომ ილაპარაკებს არა მარტო წარსულზე, ა რამედ პატიოსნად ილაპარაკებს იმაზეც, თუ რა შეძლო და რა არა. დაპირდნენ უამრავ რამეს, საარსებო მინიმუმის გაზრდას სამუშაო ადგილებს, ბანკებთან ურთიერთობის მოწესრიგებას, სტუდენტების პრობლემების გადაწყვეტას, სამართლიანობის დაგდგენას… ყველაფერი ეს წინ არის. ხელისუფლებამ პატიოსნად და მართლად უნდა თქვას რა შეძლო და რა ვერ შეძლო.

მე ვნახე მდგომარეობა აჭარაში. მე ვიცი მდგომარეობა იმერეთში, სხვადასხვა რეგიონებში, არსად საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს დამშვიდების საფუძველი. რადგან დღეს იქ არის უმძიმესი მდგომარეობა. სამწუხაროდ ადგილებზე ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდა რეგიონებში არა იმისთვის რომ ხალხს ემსახურონ, არამედ იმისთვის,რომ საკუთარი კომფორტი მოიწყონ. ის რასაც ნაცები კადრულობდნენ, 100 ათასობით სესხი რომ გაჰქონდათ ბანკებიდან, ვერც კი წარმომედგინა, რომ ამას იკადრებდნენ ოცნების წარმომადგენლები. დეპუტატებად აგვირჩევია და ხელისუფლებაში მოგვიყვანია ხალხი, რომლებმაც ასეული ათასები გაიტანეს სესხი ბანკებიდან. ეჭვი მაქვს, რომ მევახშეები რომ ასესხებენ თანხებს 10 და 15 % სწორედ ამ ფულს ატრიალებენ.

დიდი დაფიქრების დროა, მდგომარეობა უარესია, ვიდრე გგონიათ, ამას ამბობს ხალხი. ნუ იქნებით ბატონო პრემიერო ასეთი თვითდაჯერებული. ვიცი რეალური მდგომარეობა რეგიონებში,სამინისტროებში, ჩვენ ვართ ხალხში სიტუაცია გაუარესებულია. ვიმეორებ, ნუ იქნებით თვითდაჯერებული იყავით თვითკრიტიკული, ამ პრინციპით ჩააბარეთ ანგარიში ხალხს, ხალხი გაგიგებთ და ხალხი გაერთიანდება, თუ არ გვსურს, რომ ამ გაველურებული ნაციონალური სექტის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეექმნას ხალხს და ქვეყანას.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *