რუსული ფული, რუსული სპეცსამსახურები,რუსეთის კარზე გამდიდრებული ბიზნესმენები1

…ასეთი „რუსეთთან მებრძოლი“ აწყობს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას…

 gerbi1ყავლგასული თემაა, თითქოს ბანალური ფაქტები, ხმასაც არ ამოვიღებდით, რომ არა ისევ და ისევ ხელისუფლების აქტიურობა სხვათა მიმართ იარლიყების გამოძებნა-მიკერების ფრიად არაკეთილშობილურ საქმიანობაში. ჩვენ დღეს შეგახსენებთ ზოგიერთ სრულიად საპირისპირო ფაქტს.

პირველი – დადასტურებულია, რომ ყმაწვილი მიხეილ სააკაშვილი მსახურობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) დაქვემდებარებულ ჯარებში და ამ ხაზით ბორისპოლის აეროპორტში. ანალოგიურ თანამდებობაზე ვინც იცის, როგორ ირჩეოდა და იწვრთნებოდა ამ უწყების კადრი, დაგვეთანხმება, იქ შემთხვევით არაფერი ხდებოდა და არც ყოფილი კაგებეშნიკი არსებობს; განსაკუთრებული საშინელება ის ხალხია ქვეყნისათვის, ვინც ამ ორგანოს თავი 1989 წლის აპრილის შემდგომ დაუკავშირა.

მეორე – დადასტურებულია, რომ საქართველოს ძირითადი  ბუნებრივი სიმდიდრე და ენერგოსატრანსპორტო სისტემები, ძირითადად, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, რუსეთის ხელშია. დასტურად სასარგებლო წიაღისეულის საბადოების, ელექტროენერგიის გამომმუშავებელი და სადისტრიბუციო სისტემების, გაზის და წყლის სატრანსპორტო და სადისტრიბუციო ქსელის კომპანიების სახელების და მფლობელთა დასახელებაც კმარა;

მესამე – დადასტურებულია, რომ რუსეთის სახელმწიფო კარზე მიღებული თითქმის ყველა ქართველი ეროვნების ბიზნესმენი სააკაშვილს ემსახურება ერთგულად და ხელგაშლილად. ზოგიერთ მათგანზე კარგა არის ინფორმირებული ქართული საზოგადოება. მაგალითისათვის ძმები შარანგიები, ძმები ფიფიები, ნაყოფია, სიჭინავა კმარა.

მეოთხე – დადასტურებულია, რომ რუსეთის ხელმძღვანელებთან სიახლოვით ნაშოვნი ფულით ჩამოსული „ფულის ტომრები“ საქართველოს პრეზიდენტის განუხრელი მხარდაჭერით კვლავ რუსეთის კარის სასარგებლოდ მუშაობენ. მაგალითად, ბატონი ბენდუქიძე თავის უძრავ-მოძრავი ქონებით დაწყებული და უმაღლესი განათლების მოწადინე ახალგაზრდების ოჯახების უკანასკნელი სისხლის წვეთების გამოწოვით დამთავრებული.

ან კიდევ ბატონი ნაყოფია, რომელსაც პრეზიდენტმა  „ბიზნესში თანამედროვე სტანდარტების დამამკვიდრებელი“ უწოდა (ვინც ნაყოფიას იცნობს, ამაზე ხარხარი აუტყდება). ის კი აღარ უთქვამს, რომ ბატონი ნაყოფია კგბ-ს გენერალ გენერალოვის ხელის ბიჭია და ადიუტანტობამდე ჯერ ვერ მიუღწევია.

ანალოგიურია ბეჟუაშვილებთან დაკავშირებული ისტორიაც. ერთი ძმა დაზვერვის ხელმძღვანელი, მეორე – დეპუტატი. უნივერსიტეტის მერხიდან მეგობრობენ პრეზიდენტთან და ერთგულად ასრულებენ მის ყველა კაპრიზს არა მხოლოდ საგარეო დაზვერვისა და საპარლამენტო მუშაობის ფრონტზე, არამედ საკმაოდ მრავალფეროვან და ვრცელ ბიზნეს-სივრცეშიც. განსაკუთრებით საეჭვოა იმ ფირმებისმეპატრონეთა საქმიანობა, რომელთაცბიზნესი რეგისტრირებული აქვთ  მარშალის კუნძულებზე.

მეხუთე – დადასტურებულია, რომ რუსეთის ვიცე-პრემიერისგან ჩამოტანილი ერთი მილიონი დოლარი რუსეთისაგან საჩუქრად მაშინ მიიღო საქართველომ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე და „მოქკავშირის“ გენერალური მდივანი გახლდათ.

მეექვსე – დადასტურებულია, რომ „ვარდების რევოლუციის“ დამამთავრებელი ეტაპი უკავშირდება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ივანოვს. ყველას კარგად გვახსოვს მაშინდელ მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მისი დგომა სააკაშვილის გვერდით, გამოსვლა მიტინგზე და მიტინგზევე მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლების შეცვლის თაობაზე.

იმას, რომ რუსეთის ხელით მოხდა რევოლუცია, ნებსით თუ უნებლიედ თავად სააკაშვილი ადასტურებს. ვინც კი  მისი რევოლუციური გუნდის პირველი შემადგენლობიდან წავიდა, ან რუსეთშია დამკვიდრებული საკმაოდ სარფიან თანამდებობებზე, ან კიდევ თავად სააკაშვილის განცხადებით „რუსეთის აგენტები“ არიან (მაგალითად ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და ა.შ და ა.შ). თუ ყველა ძირითადი მინისტრი რუსეთის აგენტი იყო, დასკვნაც სათანადო უნდა გაკეთდეს.

„ვარდების რევოლუციის: გუნდიდან ოთხმოცდაათი პროცენტი ან ცოცხალი არ არის, ან უცხოეთშია წასული, ან ოპოზიციაშია. ყველას, როგორც წესი, „რუსეთის აგენტის“ იარლიყი აქვს მიკრული.

ყველა ჩვენი „დადასტურების“ ავტორი, თავად მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი ელექტრონული და ბეჭდვითი მედიაა. სამწუხაროა, რომ ის დღემდე ახერხებს თავად ავტორმა, ავტორობა სხვას გადააბრალოს და ამით ებრძოლოს ყალბად ბრალდებულებს.

საქართველოსთვის ბედნიერება იქნება, თუ მოვა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გაითვალისწინებს ამერიკელი და ევროპელი მაღალი დონის პოლიტიკოსების რჩევას და დროულად მოაწესრიგებს ურთიერთობებს რუსეთთან. ფაქტია, ამის გაკეთება არ შეუძლია კაცს, რომელიც თანამდებობას ინარჩუნებს ერთი და იმავე დროს რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მონური მორჩილებით და იმავე რუსეთის ფასადური ლანძღვით. სამწუხაროა, რომ ასეთი „რუსეთთან მებრძოლი“ აწყობს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას.

ამ სიმართლეზე ყველას არ მიუწვდება ხელი. ძნელია თანამედროვე მსოფლიოში მოინახოს მეორე ისეთი ხელისუფალი, რომელსაც ასე აქვს მონოპოლიზირებული საინფორმაციო სივრცე.  ამიტომ ჩვენ გული არ გვწყდება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ „ნაცების“ ყველაზე მკაცრად სწორედ ეს ხალხი აგებინებს პასუხს დღევანდელ კაცთმოძულე, მარიონეტულ ხელისუფლებას.

.

„თეთრების“  პრეს-ცენტრი

2011 წლის 15 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *