ასეთ ცინიზმს ხელისუფლება არ უნდა კადრულობდეს

ელექტრონულ და ბეჭდვით მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, პენსიების 5-10 ლარით მოსალოდნელი გაზრდის თაობაზე.
ამ ფაქტს „თეთრების ლიდერი „სამარცხვინოს“ უწოდებს:
„სამარცხვინოა,როცა ორიოდ წლის წინ ხალხის არნახული მხარდაჭერით მოსული ხელისუფლება, რომლის წარმოჩინებული წარმომადგენლების ბიუჯეტიდან დაფინანსებული ყოველთვიური შემოსავალი რამდენიმე ათას ლარს აღწევს, როცა დეპუტატების ხელფასები საარსებო მინიმუმს 50-ჯერ მაინც აღემატება, ხოლო პენსიები, რეალური საარსებო მინიმუმის ნახევარსაც კი ვერ აღწევს, დღეს პენსიების მხოლოდ 5-10 ლარით გაზრდაზე საუბრობს. ასეთ ცინიზმს ხელისუფლება არ უნდა კადრულობდეს და ვერ უნდა ბედავდეს.
მე ვნახე მდგომარეობა აჭარაში. მე ვიცი მდგომარეობა იმერეთში, სხვადასხვა რეგიონებში, არსად საქართველოს მთავრობას არ აქვს დამშვიდების საფუძველი. რადგან დღეს იქ არის უმძიმესი მდგომარეობა. სამწუხაროდ ადგილებზე ადამიანები ხელისუფლებაში მოვიდა რეგიონებში არა იმისთვის რომ ხალხს ემსახურონ, არამედ იმისთვის,რომ საკუთარი კომფორტი მოიწყონ.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი
08.10.2014წ



