ეს ნიშნავდა მეცნიერების, მეტიც-ინტელექტის წინააღმდეგ ბრძოლას…

Napoleon_Karkashadze__2781ოგორც “მეცნიერებისა და ინტელექტის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას”, ისე აფასებს თეთრების ლიდერი სააკაშვილის რეჟიმის მიერ  მსოფლიო დონის მეცნიერების დევნას .

თემურ შაშიაშვილმა კომენტარი გაუკეთა “საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებულ  მასალას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსის, ალბერტ თავხელიძის შესახებ, რომელიც “ნაციონალების” ხელისუფლების  დევნის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და რუსეთში გადახვეწილიყო. სამწუხაროდ, დიდი მეცნიერი დევნილობაში გარდაიცვალა… სააკაშვილის რეჟიმმა მას ქართულ მიწაზე დაკრძალვაც კი არ აღირსა. მსგავსი შემთხვევები ხშირი იყო ნაციონალების 9 წლიანი მმართველობის პერიოდში.

“თეთრების” ლიდერის აზრით, მარტო ეს დანაშაულიც კი საკმარისია ნაციონალური მოძრაობის, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის გასამართლებისთვის.

თემურ შაშიაშვილი: “მარტო იმისთვის უნდა გასამართლდეს “ნაციონალური”ხელისუფლება,რომ ორი აკადემიის:მეცნიერებათა და სოფლის მეურნეობის პრეზიდენტების დევნით დაიწყო მოღვაწეობა-ერთი დაიჭირა, მეორესი იძულებული გახდა გაქცეულიყო…პრაქტიკულად ეს ნიშნავდა მეცნიერების, მეტიც-ინტელექტის წინააღმდეგ ბრძოლას…

ბატონი ალეკო თავხელიძე დიდი მეცნიერი იყო. ლომონოსოვის უნივერსიტეტის რექტორმა მისთვის კათედრა შექმნა და მის ხელმძღვანელად დანიშნა…მას ოჯახში ვეწვიე და ვნახე აკადემიკოსი და მისი მეუღლე ცრემლებში…დიდხანს ვერ გაუძლო ამას ხელისუფლებისაგან შეურაცხყოფილმა და მისი ბევრი კოლეგისაგან დაუცველმა ქართველმა მეცნიერმა.მოსკოვშია დასაფლავებული.”

“თეთრების” ლიდერს მიაჩნია, რომ მეცნიერთა დევნა ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აუცილებლად უნდა გახდეს  სპეციალური გამოძიების საგანი…

პრეს-ცენტრი

10.10.2014წ

(საქართველო და მსოფლიო)რატომ “გაიქცა” ქვეყნიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *