ხუთი საგანგაშო სიმპტომი, რის გამოც „სახალხო კრება“ აქტიურ მოქმედებებზე გადადის

brifin„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრის, თეთრების ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა „სახალხო კრების“ გააქტიურების საფუძველს ქმნის.

„სახალხო კრებამ“ იცის, როდის არის ბრძოლა საჭირო და როდის უნდა დაწყნარდეს, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები მოკვდნენ, მან ხელში აიღო ინიციატივა, ხოლო არჩევნების დროს მათ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ასპარეზი დღეს „სახალხო კრებაში“ არის ასეთი განწყობა: უკვე მოქმედების დროა. და ამის საფუძველს ქმნის რამდენიმე საშიში სიმპტომი.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი. მისი თქმით, პირველი – საქართველო გარედან იმართებოდა სააკაშვილის დროს და ვიღაცის ჯინაზე მოქმედებდა. იგივე ხდება დღესაც, მეორე – არის მცდელობა, რომ საქართველო გახდეს ორპარტიული, ე.წ. ამერიკული მოდელი ჩვენთანაც მოდის მოქმედებაში. სურთ ჩვენ შეგვაგუონ ერთ რამეს – დღეს ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“, ხვალ ისევ დაბრუნდება „ნაცმოძრაობა“ მერე ისევ იქნება „ოცნება და ასე შემდეგ. რაც არის სრულიად მიუღებელი. მესამე – დღეს ამ პატარა ქვეყანაში ერთი კაცის ხელშია თავმოყრილი პოლიტიკა და კაპიტალი. ივანიშვილი, თითქოს გასულია გვერდზე და არაფერი აინტერესებს, მაგრამ, სინამდვილეში თვითონ მართავს ყველაფერს. მეოთხე – ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი საჭირო ხდება საქართველოში მავანთათვის, ამერიკის, რუსეთის და ევროპის გარკვეული წრეებისთვის. ამერიკულმა და ევროპულმა პოლიტიკურმა წრეებმა სააკაშვილის დროს უფრო აკეთეს დიდი ფული, ვიდრე ახლა აკეთებენ. ამდენად სააკაშვილი კვლავ საფრთხისშემცველია ქვეყნისთვის. მეხუთე – საქართველოში სოკოებივით მრავლდებიან გარედან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ფული შეაქვთ ახალგაზრდულ წრეებში და ურეცხავენ ტვინებს. – ეს ხუთი საგანგაშო სიმპტომი „თეთრების“ ლიდერის აზრით სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ „სახალხო კრებამ“ რეალურად დაიწყოს მოქმედება.

„ჩვენ ჩამოვყალიბდებით და „სახალხო კრების“ სტრატეგიას გავაცნობთ ხალხს. სახალხო კრება ყოველთვის გამოდიოდა არა ცალკეული პოლიტიკური პარტიების, არამედ ხალხის ინტერესებიდან. „სახალხო კრება“ სავსებით სწორად მოიქცა, როცა პასიური პოზიცია დაიკავა ადგილობრივი არჩევნების დროს, ახლა კი ხმამაღლა ვამბობთ სათქმელს და აქტიურ მოქმედებაზეც გადავალთ.“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ პრეს-ცენტრი
15.10.2014წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *