(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: დავდეთ ფაქტები, რომ დღეს ტყიბულს ყვლეფს ბეჟუაშვილი, ზესტაფონს – სამადაშვილი ჭიათურას ისევ ბეჟუაშვილები

get_img „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი თემურ შაშიაშვილი „ქრონიკას“ ესაუბრება

– მეცნიერებსა და ჩემს მიერ გაკეთდა ბოლო ათი წლის ანალიზი, დასკვნაც, რომელშიც წერია, რომ რეალურად ეს იყო საქართველოს მოსახლეობის გენოციდი. ეს ანალიზი თავისი ფაქტებით გადაეგზავნა ბიძინა ივანიშვილს, პროკურატურას – პასუხი არ ვ იცით. ეხლა ვილაპარაკოთ ფაქტებით. დღეს ყველაზე კარგად უნდა ცხოვრობდეს ზესტაფონი« ჭიათურა და ტყიბული. ამ რეგიონებში ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. გავაკეთეთ ანალიზი და დავდეთ ფაქტები, რომ ტყიბულს და ჭიათურას ისევ ყვლეფენ ბეჟუაშვილები, ზესტაფონს – სამადაშვილი.

ზესტაფონზე დასაბუთებულად ვეუბნებით რა გაგიხდათ ეს ერთი კაცი, რომელიც ყველას და ყველაფერს დააჯდა თავზე? ყველაფერი თვითონ არის რაიონში, პროკურორიც, გამგებელიც, გუბერნატორიც, სასამართლოშიც თავიცი ხალხი ჰყავს დანიშნული. დეპუტატიც კი სამადაშვილთან ხელგადახვეული დადის. ძალიან ვწუხვარ გოგი ქავთარაძეზე ამას რომ ვამბობ, რომელიც არჩევნებამდე ბევრს ლაპარაკობდა ეროვნულობაზე, შევიდნენ პარლამენტში და დამთავრდა ყველაფერი თურმე! სკამი ყოფილა თურმე ამათი ეროვნულობა!

თქვენ ოდესმე გსმენიათ,რომ ტყიბულის, ან ზესტაფონის მაჟორიტარს ბეჟუაშვილებზე ან სამადაშვილზე რამე ეთქვას? გაგიგონიათ, რომ ბეჟუაშვილებზე, ან სააკაშვილის ძმის ბანდაზე ხმა ამოეღოთ? კიდევ ერთი მაგალითი. ერთ ადამიანს წაართვეს ქონება ნაციონალების მმართველობის დროს, ყველანაირად გამართულ დოკუმენტს ხელი მოაწერა ბატონმა რეზო ამაშუკელმა და წავიდა პროკურტატურაში. ვინმეს მაინც დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ, რა ხდება, ეს რა მოგვიტანეთო?! სააკაშვილს იმისთვის დავდევთ, თურმე რომ კოსტუმი იყიდა სადღაც. ფაქტები დევს. რომ მან გენოციდი მოუწყო ქართველ ხალხს, პოლიტიკური საბინძურეთი არ გახლავთ აბსტრაქტული მცნება, ეს რეალობაა.

– ბატონო თემურ „ქრონიკის“ წინა ნომერში ბატონ გოგი ქავთარაძეს მივმართე, რაღაც საეჭვო გარიგებებში გადანაშაულებენ, თუ პარლამენტში ხმის ამოღება არ შეგიძლიათ, მაგ სკამს ტყუილად ნუ აცდენთ მეთი. არავითარირეაქცია, იქნებ მითხრათ, რას აკეთებსეს კაცი ზესტაფონში?

– ზესტაფონი არის სამადაშვილის ხელში. რამდენიმე დღის წინ ჩემთან ჩამოსულები იყვნენ ზესტაფონიდან ხალხი მეუბნება, სავოლოოდ გადაგვიარესო,. იქ შემოსულია კალამოისკის ბანკი და ამათ ხელშია ყველაფერი. ვინც ჩამოვთვალე, არც ერთ მათგანს არ აქვს საკუთარი გვარი, ყველას შეცვლილი აქვს. მე ეროვნების წინააღმდეგი არ ვარ,რაც უნდათ ის უქნიათ, მაგრამ ადამიანი, რომელიც თავის გვარს ღალატობს, პარტიიდან პარტიაში ხტება, ქვეყანას გამოადგება? ის ინტელიგენცია, რომელიც ყველაფერს ეგუება, ოღონდ კი ფული მიიღოს და ის ბიზნესმენები, რომლებიც ყველასთან საერთო ენას ეძებენ, ქვეყანას გამოადგებიან? უახლეს ხამში უნდა შედგეს დიდი ქართული კონგრესი, სადაც ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი.

ძალიან მინდა, რომ ეს კონგრესი შედგეს ნოემბერში და კარგი იქნება თუ „სახალხო კრება“ და სხვა პოლიტიკური მოძრაობებიც გააქტიურდებიან.  მაშინ, როცა ტვინით გამოტენილი ხალხი გვყავს საქართველოში, ერთუჯრედიანმა ამებებმა ჩაიგდეს საიკვანძო საკითები ხელში. გურამ, დოჩანაშვილი ამბობს ძალიან კარგად, 20 წამით მაინც ხომ ვიცით, ვინ ვართო. ამ ადამიანებმა იციან, რა ფულს ხარჯავენ, ვის ფულს ხარჯავენ და როგორ ყვლეფენსაქართველოს. არც ღვთის ეშინიათ არც კაცის… ხელისუფლების რომ არ ეშინიათ, ვხედავთ.

ზესტაფონელები ადრე მეუბნებოდნენ, ამ მაფიოზებთან გენპროკურორის მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილია შეკრულიო. ის გაუშვეს, ახლა გაქცეულია. ისევ მოდიან და მეუბნებიან, ისევ ნაცვლიშვილი კურირებს იქაურობასო. ამ თემაზე უახლოეს ხანებში ბრიფინგს გავმართავ. მე თუ გავჩუმდი, ზესტაფონელები იფიქრებენ, რომ მეც გამაჩუმეს. სამადაშვილი არაფერი. ამ ადამიანს დღეს ხელისუფლება იცავს, უმაღლეს დონეზე იცავენ. მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ არ იცის დღეს ვინმართავს იმერეთს, კონკრეტულად სამ რაიონს, აგერ ვეუბნები, და დოკუმენტებსაც დავდებ. შეისწავლოს, გადაამოწმოს.

როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდა პრემიერ-მინისტრი, ერთმა ადამიანმა გვარი გადაიკეთა , ივანიშვილი გახდა და რაიონებს აზანზარებდა. ამის შესახებ ვინმემ იცის?! ის ადამიანები, რომლებსაც ახლოს ვიცნობდი და ერთ დროს სამართლიანობისთვის იბრძოდნენ, ეხლა შევიდნენ პარლამენტში და ასეთ განცხადებებს აკეთებენ: მთავრობის წევრს არ უნდა შიოდეს! კი მაგრამ, ხალხს რომელმაც ესენი აირჩია, მსახურებად, უნდა შიოდეს და პენსიონერი 5 ლარის მომატებას ელოდებოდეს?

თბილისის მერმა თავისი მერობა დაამთავრა, როცა თავის ხელქვეითებსმაღალი ხელფასები დაუნიშნა, თან ცინიკურად აცხადებს, ქამრები უნდა შემოვიჭირეთო! დღეს საქართველოს ერთად მარტავენ „ნაციონალები“ ოცნება და პაჭანიკა პარტიები. , ის პაჭანიკა პარტიები,ორმელბსაც მოსახლეობის 1 პროცენტის ნდობაც არ აქვთ.
ნახეთ, რას წერს ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ გვეგონა, მომავალში ისევ ნაციონალები მოვლენ ხელისუფლებაში და შემდეგ ისევ – ჩვენო. ასე არიან ესენი მომართულები, ვის ვეფერებით? შედიან პარლამენტში და მეორე დღესვე მდიდრდებიან. ამიტომ აცხადებს „სახალხო კრება“ – მოქმედების დროა!

– რა ხდება „სახალხო კრებაში“, როდის იწყებთ მოქმედებას?

Sequence 01.Still016– ჩვენ ამ დღეებში გვქონდა ინდივიდუალური შეხვედრები, შევხვდით ძალიან ბევრ პიროვნებას. მოდიან ადამიანები და ამბობენ, გვერდით დაგიდგებით, მიუხედავად იმისა,. მოგვწონს თუ არა ნინო ბურჯანაძე, თემურ შაშიაშვილი. ხალხი შეძრწუნებულია, საოცარი რამ ხდება ჩვენს თავს, გენიოსები გვყავს ქვეყანაში, პოლიტიკაში პრიმიტივიზმი სუფევს.

– ნონა გაფრინდაშვილი საერთოდ გამოეთიშა ამ საქმეს? მე მითხრა „სახალხო კრების“ თავმჯდომარე აღარ ვარო.

– ნონა გაფრინდაშვილი არის გენიალური პიროვნება. ჩვენ შიგნით რა საუბრები გვაქვს, ამაზე არ მინდა საუბარი. მე და ქალბატონი ნონა რომ ერთად გაძლევდეთ ინტერვიუს, მაშინ ვიტყოდი, ეს დიდი ადამიანი არის გაწბილებული. ის ჩვენ ყოველთვის გვაჩუმებდა ბიძინა ივანიშვილზე ცუდი არ გავიგოო. ნონა გაფრინდაშვილი ანალიტიკურად მოაზროვნე პიროვნებაა, ხედავს ყველაფერს, ძალიან განიცდის. ყველამ კარგად იცის, „სახალხო კრება არც ნინო ბურჯანაძეა და არც თემურ შაშიაშვილი, ვისაც ქვეყნის გადარჩენისთვის გული ერჩის, უნდა გამოვიდეს და თავისი სიტყვა თქვას, ეს არის იდეა, რომელიც კიდევ ერთხელ გადაარჩენს საქართველოს.

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *