(newspress.ge)თემურ შაშიაშვილი: ძველი და ახალი ხელისუფლების უცხოელი პატრონები, საქართველოდან ნიჭიერი ახალგაზრდების დასავლეთში გადასატუმბად უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ

16პარტია „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ძველი და ახალი ხელისუფლების უცხოელი პატრონები, ახალგზარდა კადრების შესარჩევად, საქართველოში კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ.
შაშიაშვილმა ეს განცხადება გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში გააკეთა.
„დღეს სრული სვლით გრძელდება ქვეყნისთვის საშიში პროცესი, ახალგზრდა ტვინების დასავლეთში გადატუმბვა. ძველ-ახალი ხელისუფლების უცხოელი პატრონები საქართველოში გონებამიუწვდომელ სახსრებს ხარჯავენ არა ინვესტიციებისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ხალხის დასაქმებისთვის, სოციალური პრობლემების მოსახსნელად და ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად, არამედ, ახალგაზრდა კადრების შესარჩევად, რომელთა საუკეთესო ნაწილი დასავლეთში ამ სახელმწიფოთა საკეთილდღეოდ სამუშაოდ რჩება. ხოლო ყველაფრის „შემსრულებელი“ ნაწილი, რიგ შემთხვევაში იქაური დამუშავებისა და საჭირო პირობების დადების შემდეგ, საქართველოში ბრუნდება , რათა მათივე დახმარებით თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთოს, რაც შეიძლება „მაღალი სავარძლიდან“ მართოს ქვეყანა ქართველთ საზიანოდ, მაგრამ პატრონების ინტერესების სრული გათვალისწინებით. ამ ყველაფრის შედეგად, გენიოსების ქვეყანას პრიმიტივები მართავენ“ – აცხადებს შაშიაშვილი.
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *