(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: მე შვეიცარული მოდელის მომხრე ვარ. ევროკავშირი ახალი საბჭოთა კავშირია!

 

15251“ქრონიკას” თეთრების ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

 – ბატონო თემურ, მოდით, პირდაპირ გკითხავთ, რა გვესაქმება იმ კავშირში, რომელიც დაგვცინის და ქართველი ხალხის ინტერესებს არად აგდებს, კრიმინალებს, დავით კეზერაშვილსა და დათა ახალაიას ციხიდან უშვებს და ქართულ სასამართლოს მათი გასამართლების საშუალებას არ აძლევს?

– მოულოდნელი რა იყო? გახსოვთ, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს? რასაც იტყოდნენ მოსკოვში, იმას წყალი არ გაუვიდოდა და აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ევროკავშირი ახალი საბჭოთა კავშირია. ის იცავს თავის კადრებს. იმავე კეზერაშვილსა და დათა ახალაიას. კეზერაშვილი ხომ იმ ხალხმა შექმნა, ვინც დღეს მას იცავს იმ ევროპაში? ეს კაცი მართლა კალოშებით მოვიდა ხელისუფლებაში და 10 წელიწადში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა არა მხოლოდ საქართველოში.

არც ახალაია გაწირა ევროკავშირმა და არც კეზერაშვილი, რადგან ეს ხალხი მათი შექმნილია. ქართველი ხალხი და მისი ინტერესები კი იქ საერთოდ არ აინტერესებთ. რაც დავით კეზერაშვილმა და დათა ახალაიამ ჩაიდინეს, საქართველოში, ის რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ჩაედინათ, ორივეს სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ, სადაც დახვრეტაა, შესაძლოა, დახვრეტის მუხლი წაეყენებინათ მათთვის. ევროპასა და ამერიკაში იცავენ ნაციონალურ ინტერესებს, მათ ჩვენი ნაციონალური ინტერესები არ აინტერესებთ.

ევროკავშირი რომ იყოს ფასეულობათა ღირებულებათა კავშირი, კი ბატონო, მის წევრობას არაფერი ეაჯობებდა. მაგრამ დღეს ევროკავშირი რუსეთთან მებრძოლი ქვეყნების პოლიტიკური კავშირია, ალბანეთი გახდა ევროკავშირის წევრი, ვინმემ მითხრას, ალბანეთი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რასაც ევროკავშირი თუნდაც ფორმალურად მოითხოვს? ერთსაც კი არ აკმაყოფილებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა უარი თქვა ყველა იმ დემოკრატიულ თუ სხვა ღირებულებაზე, რაც ადრე მართლა გააჩნდა. ალბანეთი რომ რომელიმე კავშირის წევრია და იქ გიხარია შესვლა, მართლა სირცხვილია.

ჩვენი უბედურება ის არის, რომ პრიმიტივები მართავდნენ და მართავენ სახელმწიფოს.  მათთვის ღირებულია თუთბერიძე, კეზერაშვილი თემურ იაკობაშვილი, გიგა ბოკერია… კეზერაშვილი არის პრიმიტივი, ერთი ქართული ნაწარმოები, ერთი ქართველი მწერლის ლექსი არ ექნება წაკითხული.

აი, უცხოელ მწერლებს ხომ აბულბლებდა, ბატონო თემურ, მან წერა -ითხვის შესწავლა მაშინ დაიწყო, როცა ფინანსური პოლიციის უფროსად დანიშნა სააკაშვილმა. 

– ნამდვილად ეგრე იქნებოდა. ერთი რამ უნდა შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და განაცხადა, ბოკერია საქართველოში უცხოეთის ქვეყნების ელჩებს ფულს, ქრთამს აძლევდაო,. ან არ ეთქვა და თუ თქვა ეს პრემიერ მინისტრმა, მაშინ უნდა გამოიძიო, და ბოლომდე მიიყვანო საქმე. ახლა იმ ქვეყნებიდან, რომლის ელჩებსაც ბოკერია ქრთამს აძლევდა, ჩვენ გვინდა, რომ კეზერაშვილი და ახალაია გადმოგვცენ? რომელ ახალაიას გადმოგვცემს საბერძნეთი, რომლის ციხიდან გამოშვებისთვისაც “ნაცმოძრაობამ” მილიონი ევრო გადაიხადა და საბერძნეთის ბიუჯეტს შეეწია?

 – გამორიცხავთ, რომ საფრანგეთის სასამართლოში ქრთამმა იმუშავა და კეზერაშვილი ამის გამო გაათავისუფლეს?

– რას გამოვრიცხავ? მაგას ნამდვილად არ გამოვრიცხავ!

ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *