ევროპის სიტყვა მომავლის საქართველოსათვის

„თეთრების“ კომენტარი სარკოზის გამოსვლაზე

 

gerbi1არა მგონია პირველი შთაბეჭდილება საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით დრომ შეცვალოს. ჩემი პირადი შთაბეჭდილება კი ასეთია:

სარკოზიმ დიდი ქართული სიტყვა თქვა! მან თქვა ის, რასაც ყოველი მოაზროვნე ქართველი ხედავს, მაგრამ ვერ ბედავს თქმას.

მოდით, დროებით დავივიწყოთ ვინ რომელ პარტიას ვეკუთვნით, დროებით გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური და იდეოლოგიური შეხედულებები და ჩვეულებრივი, მამულიშვილური, რიგითი მოქალაქის თავლით ერთხელ კიდევ ფურცელზე გადატანილი წავიკითხოთ ის, რაც მოვისმინეთ თბილისში ბატონ სარკოზის გამოსვლის დროს.

ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ ჩვენივე შეცდომები.

ჩვენ თვალნათლივ დავინახეთ შეცდომების დაძლევის გზა, რომელიც საქართველოში ბევრისთვის ცნობილია, მაგრამ სულ სხვაა დემოკრატიული ევროპის ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრება.

სარკოზის ევროპული სიტყვა კიდევ უფრო აძლიერებს და ადასტურებს ჩვენი და ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების მოსაზრებების სისწორეს საქართველოს ხვალინდელი დღის ხედვაში.

საფრანგეთის პრეზიდენტის გამოსვლის ფონზე შეუძლებლად მიმაჩნია სააკაშვილის გამოსვლის  თაობაზე საუბარი, დღეს თავს ვიკავებ რაიმე კომენტარისაგან, დაე ხალხმა თავად შეაფასოს.

ერთი კია, თავს ვერ ვიკავებ გაკვირვებისაგან და მაწუხებს კითხვა: ყოველივე იმის შემდეგ, რაც სარკოზიმ დიპლომატიური სიფრთხილითა და ეტიკეტით უთხრა ჩვენს პრეზიდენტსა და მთავრობას, რა უხარიათ მმართველი გუნდის წევრებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიურ ლიდერებს?!

მე კი ვიცი რა მახარებს.

მე მიხარია ის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბატონმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს საქართველოში მართალი ქართული სიტყვა თქვა.

ახალი პოლიტიკური ძალა „თეთრი მოძრაობა“ („თეთრები“)

თემურ შაშიაშვილი

2011 წლის 7 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *