(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: 15 ნოემბერს დიდი ლუსტრაცია მოხდება

10პარტია „თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი 15 ნოემბერს „ნაცმოძრაობის” მიერ დაგეგმილ  აქციას ეხმიანება:

„დღეს მთელი საინფორმაციო სივრცე 15 ნოემბრის მიტინგთან არის დაკავშირებული. ეს კატასტროფაა. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს აწყობს „ნაცმოძრაობას”. უკვე მერამდენედ, ქვეყნის პოლიტიკური პროცესი და ხალხის რეალური ყოფა, ქვეყნის რეალური მდგომარეობა სხვადასხვა სიბრტყეზეა.  უკვე მერამდენედ, აფხაზეთისათვის ბრძოლის საბაბით გაცილებით ვცილდებით აფხაზეთს… ყალბია ეს ბრძოლა… ყალბია პოლიტიკური პროცესიც და პოლიტიკოსთა პათეტიკით სავსე საინფორმაციო სივრცე”, – ნათქვამია „თეთრების” ლიდერის განცხადებაში.

 შაშიაშვილის აზრით, 15 ნოემბერს დიდი ლუსტრაცია მოხდება საქართველოში.

 „მთავარია, ამ პროცესს ხელი არ შევუშალოთ ზედმეტი აქტივობებით. ვინც ზედმეტ  აქტივობას გამოიჩენს, ესეც ლუსტრაცია იქნება, რადგან ქვეყნის მტრული ძალები მხოლოდ „ნაცმოძრაობით” არ შემოიფარგლებიან”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *