(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: მაქსიმალური იგნორირება გავუკეთოთ 15 ნოემბერს

te„თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 15 ნოემბრის აქციას მაქსიმალური იგნორირება უნდა გავუკეთოთ. მისი თქმით, 15 ნოემბრის აქცია არის უცხოური სპეცსამსახურების მიერ სააკაშვილისა და “ნაციონალებისთვის” მიცემული მორიგი დავალება. რაც აშკარად იგრძნობოდა იმ პროგრამულ განცხადებაში, რომელიც სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ტელეეთერით გაახმოვანა. თემურ შაშიაშვილის აზრით, მასში ქვეყანაში შექმნილი ვითარების იმდენად სერიოზული ანალიზი იყო, რომ აშკარად ჩანდა, სააკაშვილის დაწერილი არ იყო.

“მსოფლიოში ეროვნული სახელმწიფოები აღარ აწყობთ. დააკვირდით, სად მიდის დღეს ომები და სად არის ცხელი წერტილები.,საინადაციწყებოდამსოფლიო ცივილიზაცია და სადაც მართლმადიდებლობაა, სწორედ ეს კერებია აფეთქებული. ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს არა მონა სააკაშვილი და მისი “ნაცმოძრაობის” მიერ დაანონსებული აქცია, არამედ, ის სპეცსამსახურები, რომლებსაც სააკაშვილი ემსახურება. – აცხადებს თეთრების ლიდერი.

მისი თქმით, 15 ნოემბრის აქციაზე მისულთაგან 80 % ფულით მოსყიდული საზოგადოება იქნება.

„ ჩვენ ერთი რამ გვევალება –მაქსიმალური იგნორირება გავუკეთოთ 15 ნოემბერს, რითაც მინიმუმამდე დავიყვანთ ნაციონალების მიერ პროვოკაციის მოწყობის საფრთხეს!ვიმეორებ –გამოვაცხადოთ ეს დღე საქართველოს მტრების ლუსტრაციის დღედ! ამით ყველაფერია ნათქვამი!“-აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *