ვთქვი და ვიმეორებ – 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია

დღეს აქტუალურ კითხვას, უნდა მივიდეს თუ არა პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე, რადგან მოქალაქეების ნაწილი მისგან მოქალაქეობრივი ვალის მოხდას მოითხოვს.
„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილი ასე პასუხობს.
„მივა თუ არ მივა პრეზიდენტი აქციაზე, ამით უფრო მეტად იზომება თავად პრეზიდენტი, ვიდრე ეს ხალხისთვის რაიმეს ნიშნავდეს. მე პირადად, უაზრობაში მონაწილეობას მტერსაც კი არ ვუსურვებ. პრეზიდენტი არმისვლით კიდევ უფრო მეტად გამოხატავს საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას, ვიდრე მისვლით. მისვლა მისი პოლიტიკური სამარეა! თუმცა მარგველაშვილის პოლიტიკურ გაბრწყინებას არც აქციაზე არმისვლა უშველის, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი, – ქვეყნის მოსახლეობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, იცოდეს , რას წარმოადგენს მისი უმაღლესი ხელისუფალნი, ხოლო ეს ამ უკანასკნელთა ქმედებებით იზომება. ვთქვი და ვიმეორებ – 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია“
(ასავალ-დასავალი) თემურ შაშიაშვილი: 15 ნოემბერს მოხდება საქართველოს მტრების ლუსტრაცია!
(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: მაქსიმალური იგნორირება გავუკეთოთ 15 ნოემბერს
„თეთრების“ პრეს-ცენტრი
14.11.2014წ



