გეგმა მოქმედებაში მოვა თუ მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს

ნაც

„ნაცმოძრაობის“ დღვანდელ აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულია სეპარატისტებთან მებრძოლი ყოფილი ძალოვნები, რომლებიც იმართებიან ყოფილი ხელისუფლების მაღაჩინოსნების მიერ და მათი მიზანია ქვეყანაში ქაოსის შექმნა.
დღეს „თეთრების“ ლიდერმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ამ ინფორმაციას ვადასტურებ, მაგრამ ეს პროგრამა მოქმედებაში მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, ,თუ მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა კრიტიკულ,ანუ ასეთი მოქმედებებისათვის საჭირო ზვარს მიაღწევს. ნაცების “მოღვაწეობა” ადასტურებს-ისინი ისახავენ სრულიად საწინააღმდეგო მიზანს,ვიდრე აცხადებენ. თქვეს “არა ანექსიას აფხაზეთში”,მათი მიზანი კი სრულიად საპირისპიროა – საქართველოს სრული ანექსია .სწორედ ამიტომ შექმნეს მათ ბუტაფორიულ-პროპაგანდისტული სისტემა,რომელიც ასეთივე სახელმწიფოს შექმნას ისახავს მიზნად,“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერი ასევე კრიტიკულად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს..

„დრო მიდის,არაფერი არ იცვლება-ხელისუფლების ქმედებები ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს…დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება მშიშარა იყო და არის, სწორედ მშიშრების იდეოლოგია ანგრევს ქართულ სახელმწიფოებრიობას!“

“თეთრების” პრეს-ცენტრი
15.11.2014წ

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *