(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: თქვეს – „არა ანექსიას აფხაზეთში“, მათი მიზანი კი საქართველოს სრული ანექსიაა!

„ნაცმოძრაობის” დღვანდელ აქციასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულია სეპარატისტებთან მებრძოლი ყოფილი ძალოვნები, რომლებიც იმართებიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ და მათი მიზანია ქვეყანაში ქაოსის შექმნა. „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
„ინფორმაციას ვადასტურებ, მაგრამ ეს პროგრამა მოქმედებაში მოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა კრიტიკულ, ანუ ასეთი მოქმედებებისათვის საჭირო ზღვარს მიაღწევს. ნაცების „მოღვაწეობა” ადასტურებს -ისინი ისახავენ სრულიად საწინააღმდეგო მიზანს, ვიდრე აცხადებენ.
თქვეს „არა ანექსიას აფხაზეთში”, მათი მიზანი კი სრულიად საპირისპიროა – საქართველოს სრული ანექსია . სწორედ ამიტომ შექმნეს მათ ბუტაფორიულ-პროპაგანდისტული სისტემა,რომელიც ასეთივე სახელმწიფოს შექმნას ისახავს მიზნად”, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



