(ჯეონიუსი) ივანიშვილის გამოსვლა ადასტურებს, რომ ყველაფერი მისი სცენარით წავიდა – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზიო ინტერვიუს აფასებს. როგორც შაშიაშვილი აცხადებს, ივანიშვილის გამოსვლა,როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, არის შეცდომა და ადასტურებს სწორედ იმას, რასაც თავგამოდებით უარყოფდა,ანუ ადასტურებს იმას,რომ ყველაფერი მისი სცენარით წავიდა. ე.ი.ქვეყანა რეალურად იმართება მის მიერ კულუარებიდან.
მისი თქმით, ივანიშვილის ყველა გამოსვლა ტოვებს შთაბეჭდილებას,რომ ის საკუთარ პერსონას თვლის ჭეშმარიტების საზომად, რაც ასე არ არის!
“გასაოცარია, რომ ასე დეტალებში იცის,როგორც პროკურატურის მასალები,რომელთაც გრიფი საიდუმლო ადევს და თავს ვალდებულად თვლის გაამართლოს,როგორც მთავრობის,ასევე პროკურატურის ქმედებები.
როგორც ფილოსოფოსები ამტკიცებენ. აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, მით უმეტეს, ჭეშმარიტების საზომი ვერ იქნება ჩვეულებრივი ადამიანი. ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია რომ მისი ბანკის გარეთ შეიძლება იყვნენ ღირსეული ადამიანები და კარგი კადრები, სამწუხაროდ, ის კადრებს მხოლოდ პირადი ერთგულებით არჩევს. მის კეთილგანწყობას იმსახურებენ „წყნარი“, უამბიციო მინისტრები, ხოლო ამბიციურები და მეტად დამოუკიდებლები, მას ავანტურისტებად ესახება. მაგრამ რას წარმოადგენენ ეს „წყნარი“ მინისტრები? .ვინმეს ჯერა,რომ ენერგეტიკის სფეროში მაფია არ ბობოქრობს? ვინმეს ჯერა,რომ “ქართული ოცნების”ლიდერთა ოჯახების წევრები,ნაცნობ-მეგობრები არ მოკალათდნენ სარფიან ადგილებზე? ვინმეს ჯერა,რომ ღარიბი ხელისუფალი,ღარიბი მინისტრი და გუბერნატორი გვყავს? ან მარგველაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი, ღარიბაშვილზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი,უსუფაშვილზე უკეთესი პარლამენტის თავჯდომარე, კალაძეზე უკეთესი ვიცე-პრემიერი ,გაგრძელება შეიძლება- არ იძებნება საქართველოში? ამისი ალბათ მხოლოდ ივანიშვილის მეხოტბეებს სჯერათ…
ქვეყანას, სადაც ხელისუფლებაში თანამდებობაზე მხოლოდ პირადი ერთგულებით ინიშნებიან, ვერც განვითარდება და ვერც მშვიდობას ეღირსება. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ამის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილია,რომელიც ყველა გამოსვლაში ჭკუის მასწავლებლისა და მენტორის როლში გვევლინება, – ნათქვამია „თეთრების“ ლიდერის განცხადებაში.



