(ჯეონიუსი) სააკაშვილი დემაგოგიისა და თავხედობის პიკზეა – თემურ შაშიაშვილი

1997 წლიდან, მიხეილ სააკაშვილს მივიჩნევ არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პიროვნებად. დღევანდელი მისი ქმედება-გამოსვლები ამ შეფასების პიკზეა, – ასე აფასებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი  სააკაშვილის გამოსვლას ნაციონალების დღევანდელ აქციაზე,

“სააკაშვილის სიყალბეს, დემაგოგიას, შლეგობას, თავხედობას, როგორც ჩანს საზღვარი არ აქვს”, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

„თეთრების“ ლიდერის აზრით, დღეს კარგი დღეა, რადგან მოხდა საქართველოს მტრების ლუსტრაცია.

„საბედნიეროდ, მათი რაოდენობა იმდენად მცირე აღმოჩნდა, რომ სალაპარაკოდაც არ ღირს. ამ მიტინგმა დაადასტურა, რომ „ნაციონალებისთვის“ მთავარი აფხაზეთი და მისი შესაძლო ანექსია კი არ იყო, არამედ ბიძინა ივანიშვილის გულის გახეთქვა. ტრაგიკომედიაა, რომ ერთ დროს ძლევამისილი პარტია, რომელსაც მათივე მტკიცებით დღეს 40%იანი რეიტინგი აქვს, ერთი თვე ემზადება და უამრავ ფულს ხარჯავს აქციაში, რომლის მთავარი მიზანიც ერთ კაცისთვის „გულის გახეთქვა“ ყოფილა“.

„გულწრფელად მეცოდება საქართველო, რომელიც 2003 წლიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გემოვნების მსხვერპლია. ეს ხალხი მოიყვანა მან 2003 წელს ხელისუფლებაში და საკუთარი ჯიბიდან უხდიდა ხელფასებს, დღეს კი გაბოროტებულები დაუპირისპირდნენ მას და ქვეყანას. სამწუხაროდ, ივანიშვილის პოლიტიკური გემოვნება უკეთესი არც 2012 წელს აღმოჩნდა. სერიოზული რეციდივები უკვე სახეზეა, ვფიქრობ, სიურპრიზები წინ გვაქვს“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *