(geonews.ge) გარკვეული გარე ძალები ცდილობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლონ ირაკლი ალასანიათი – თემურ შაშიაშვილი

brifin„თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის აზრით, ქვეყანაში მოვლენები ისეთი სცენარით ვითარდება. რომ მოსალოდნელი კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა შეიძლება გახდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მისი თქმით, გარკვეული გარე ძალები ცდილობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლონ ირაკლი ალასანიათი.

„საერთაშორისო ავანტურისტული ძალების გადაწყვეტილებაა – ირაკლი ალასანია, ნაციონალური მოძრაობის დიდი ნაწილი, რესპუბლიკელები და პრეზიდენტი მარგველაშვილი გაერთიანდნენ და სააკაშვილის, ანუ ოპოზიციის ლიდერის ფუნქცია ხელში აიღოს ალასანიამ. მართალია, დღეს ალასანიას რეიტინგი 5-6% ფარგლებში მერყეობს, ისევე, როგორც სააკაშვილს ჰქონდა რეიტინგი 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინ. მაგრამ მსოფლიოს ავანტურისტულ გუნდს გათვლა გაკეთებული აქვს ერთ რამეზე – ქვეყანაში რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც ირაკლი ალასანიას ავტორიტეტს ძალიან მაღლა აწევს“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ პრემიერ ღარიბაშვილს ერთადერთი გამოსავალი რჩება, ორიენტაცია გააკეთოს განათლებულ და პატიოსან ხალხზე და ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ეს ირაკლი ღარიბაშვილისათვის ერთადერთი გამოსავალია, რათა გადარჩეს „ქართული ოცნების“ გარკვეული ნაწილი და გადარჩეს ბიძინა ივანიშვილიც!“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *