(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: ვიცი, რასაც ვამბობ, ამის გამო უმცირესობაში აღმოვჩნდები, მაგრამ სათქმელს ვიტყვი პირდაპირ!

14საქართველო უნდა განთავისუფლდეს არა ნაგვისაგან, არამედ ყალბისაგან!

ვინ მართავს რეალურად ქვეყანას, რისგან და ვისგან უნდა გათავისუფლდეს საქართველო, რა შეცდომა დაუშვა ბიძინა ივანიშვილმა ამ თემებზე “ახალ თაობას” თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

თემურ შაშიაშვილი: 

  – ყველაფერი რომ მართალი ეთქვა ბატონ ბიძინა ივანიშვილს თავის სატელევიზიო გამოსვლაში, ეს გამოსვლა,როგორც ფორმით,ასევე შინაარსით,ვფიქრობ არის შეცდომა და ადასტურებს სწორედ იმას, რასაც თავგამოდებით უარყოფდა,ანუ ადასტურებს იმას,რომ ყველაფერი მისი სცენარით წავიდა…ე.ი.ქვეყანა რეალურად იმართება მის მიერ კულუარებიდან….

  – რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ ქვეყანა ივანიშვილის მიერ იმართება?

-ჩვენ ვნახეთ რომ ასე დეტალებში იცის,როგორც პროკურატურის მასალები,რომელთაც გრიფი საიდუმლო ადევს და თავს ვალდებულად თვლის გაამართლოს,როგორც მთავრობის,ასევე პროკურატურის ქმედებები…ივანიშვილის ყველა გამოსვლა ძველიც და ახალიც ტოვებს შთაბეჭდილებას,რომ ის საკუთარ პერსონას თვლის ობიექტურობის საზომად…..ჭეშმარიტების საზომად…ეს ასე არ არის!

მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით  მივმართო ბიძინა ივანივილს და ვუთხრა:

ჯერ ერთი,უკვე არ ხარ ასეთი,როცა ცდილობ ასეთად აჩვენო თავი. ასეთი უნდა იყო ბუნებრივად და არ ცდილობდე ამას ხელოვნურად….მეორეც, როგორც ფილოსოფოსები ამტკიცებენ, აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს და როგორ შეიძლება ადამიანი იყოს ჭეშმარიტების საზომი,მით უფრო როგორ შეიძლება იყოს ასეთი ის,ვინც მთელი ცხოვრება იყო და არის ტენდენციური…კაცი.

– რატომ მიიჩნევთ მას ტენდენციურად?

– რომელიც თვლის რომ მხოლოდ ის არის კარგი,ვისაც ის თვლის ასეთად….ხოლო სხვა ყველა ,მისი თვალთახედვით,საეჭვონი ვართ.ივანიშვილს ვერ წარმოუდგენია,რომ მისი ბანკის გარეთაც არიან ღირსეული ადამიანები…ბიძინა ივანიშვილი არის კაცი, რომელიც კადრებს არჩევს მხოლოდ პირადი ერთგულებით,ან იმათი კარნახით,ვისაც ემსახურება.სამწუხაროა,რომ ასეთი პიროვნება აცხადებს-”მე ვამზადებ ობიექტურ ექსპერტებს….”…მას მხოლოდ ტენდეციური ექსპერტების მომზადება შეუძლია…აბა დააკვირდით,როგორი პატივისცემით სარგებლობენ არამბიციური,ე.წ.”წყნარი მინისტრები”,მაშინ,როცა ამბიციურები ავანტიურისტებად ითვლებიან.

 – თქვენ არ მოგწონთ ე.წ. წყნარი მინისტრები? 

– არა. რადგანაც “წყნარებთან”უსაქმურობაა,უსუსურობაა-არაფერი საქვეყნოდ არ კეთდება.მათი “ღირსება” სიწყნარეში,ივანიშვილისადმი ერთგულებაშია ვინმეს სჯერა,რომ ენერგეტიკის სფეროში მაფია არ ბობოქრობს?  ვინმეს სჯერა,რომ “ოცნების”ლიდერთა ოჯახების წევრები,ნაცნობ-მეგობრები არ მოკალათდნენ სარფიან ადგილებზე?  ვინმეს ჯერა, რომ ქვეყანაში გვყავს ღარიბი ხელისუფალი,ღარიბი მინისტრი და გუბერნატორი? – ვინმეს სჯერა,რომ მარგველაშვილზე უკეთესი პრეზიდენტი,ღარიბაშვილზე უკეთესი პრემიერ-მინისტრი,უსუფაშვილზე უკეთესი პარლამენტის თავჯდომარე,კალაძეზე უკეთესი ვიცე-პრემიერი ,გაგრძელება შეიძლება-რომ არ იძებნება საქართველოში?

– იმას, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ბევრს სჯერა

 – ეჭვი  მეპარება. ალბათ, მხოლოდ ივანიშვილსა და მის მეხოტბეებს….მწარედ ვიტყვი:საქართველოში არ ვიცი ხელისუფალი, რომელიც იმ სკამზე ზის,რომელსაც იმსახურებს..როგორ შეიძლება ის ქვეყანა წავიდეს წინ, იმ ქვეყანაში იყოს მშვიდობა,სადაც ხელისუფლებაში ყველა სხვის სკამზე ზის,ან სადაც თანამდებობაზე მხოლოდ პირადი ერთგულებით ინიშნებიან.ყველაფერი ამის შემომქმედი ბიძინა ივანიშვილია,რომელიც ყველა მის გამოსვლაში ჭკუას გვასწავლის, გვმოძღვრავს….

 – თქვენი აზრით, ივანიშვილს არ აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება?

 – როგორ არ აქვს,მაგრამ ეს არ არის აზრის გამოთქმა, ეს არის დამოძღვრა ფული რომ გაქვს,არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება ჰქონდეს.

ფულის შოვნასაც ნიჭი უნდა ბატონო თემურ

 – ამაზე ასე გიპასუხებთ, საერთოდ,ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი ნიჭი ფულის შოვნას კი არ სჭირდებოდა, არამედ იმას,რომ დარჩენილიყავი ზნეობრივ კაცადკაცად,მიგეღო ღირსეული განათლება. ჭიათურის მარგანეცსა და ზესტაფონის ფეროშენადნობებზე გამდიდრდა საქართველოს ფულიანთა დიდი ნაწილი. მე შემეძლო მათზე მდიდარი ვყოფილიყავი.

 – მერე რატომ არ გამდიდრდით?

 – ეს არ გავაკეთე არა იმიტომ, რომ არ ვიცოდი, ან არ შემეძლო, არამედ, იმიტომ, რომ ეს უკანონობა იქნებოდა. ძალა უნდოდა იმას, რომ უკანონოდ ფული არ გაგეკეთებია. მადლობა უფალს,  რომ ეს ძალა მომცა.,

საქართველო უნდა განთავისუფლდეს

დღეს ჭკუას ისინი მასწავლან,მორალს მიკითხავენ,ვინც ფულს აკეთებდა მაშინ,როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძინვარებდა,როც მე მთელი ქუთაისისა და იმერეთის წესიერ ადამიანებთან ერთად დასავლეთიდან მომავალ ტანკებს გადავუდექით სიცოცხლის ფასად, იმისათვის რომ თბილისი არ დაენგრიათ….ეს მაშინ ქვეყნის დასასრული იქნებოდა.

ბატონ ივანიშვილს მინდა მივმართო: სირცხვილის გრძნობა ხომ უნდა გქონდეთ სააკაშვილთან რომ იდექით,აფინანსებდით…  გაჩერდით მაინც, ნუ გვმოძღვრავთ ,დიახ, ნუ მოგვძღვრავთ…ესეც არ გვაკმარეთ, ვერ იტანთ იმ ადამიანებს,ვინც არ იდგა სააკაშვილთან….ხელისუფალთ დრო ასამართლებს! დრო თქვენ გაგასამართლებთ!

დარწმუნებული ხართ, რომ მართლა გაასამართლებს დრო ვინმეს?

–  2030-ში ნამდვილად იქნებიან გასამართლებულნი…ძალა იმას უნდა ,რომ ეს დღეს თქვა,როცა ტაშით და მოტაშეებით ხართ გარშემორტყმულნი.მადლობა უფალს,რომ ეს ძალა მაქვს,რადგან ვიცი,კარგად ვიცი თქვენს გვერდით ბევრნი არიან,რომელთაც ჩემზე მძიმე განწყობა აქვთ,ბატონო ბიძინა თქვენს მიმართ,მაგრამ გაქებენ

 – თუ ასე ვერ იტანენ, რატომღა აქებენ?

 – სკამი და ფული უყვართ, ქვეყანას მტრობენ,რადგან მათ არ აქვთ სიმართლის თქმის ძალა. პირდაპირ ვამბობ,მილიარდერის და მილიონერის ქვეყნის სათავეში მოსვლა,უბრალო შეცდომა კი არა,დანაშაულია, ვიმეორებ,დანაშაულია….მოვა დრო,როცა ხალხი აირჩევს განათლებულს,მოაზროვნეს,წესიერს,მაგრამ არა მდიდარს და მაშინ დარწმუნდება,თუ რა დიდი დანაშაული იყო მისი ასეთი გაფეტიშება…ეს დანაშაული კი სააკაშვილის სიძულვილმა და დასავლეთის უფროსობამ ჩაგვადენინა…

ტყუის ბატონი ბიძინაც და მასთან ერთად ყველა,ვინც ფიქრობს,რომ ბატონი ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან….აშკარაა,რომ ის მისი ე.წ.წასვლით უფრო მოვიდა,ვიდრე წავიდა. ვიმეორებ, ბატონი ბიძინა პოლიტიკიდან არ წასულა! რაც მალე წავა, მით უკეთესი მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. მაგრამ უნდა წავიდეს რეალურად..

პირდაპირ ვამბობ,დანაშაულია ის რომ, საქართველოში პოლიტიკა და კაპიტალი ერთი კაცის მიერ არის მონოპოლიზებული. ეს არა თუ შეურაცხმყოფელია ყოველი ქართველისათვის,საქართველოს ყოველი მოაზროვნე მოქალაქისათვის,არამედ ასამარებს ქვეყნის დამოუკიდებლობასაც, დემოკრატიასაც…,ასეთ პირობებში უაზროა ლაპარაკი პიროვნულ თავისუფლებაზე,თავისუფალ ადამიანზე…,ასეთი გარემო არის ხელსაყრელი ნაციონალური სექტისათვის ,საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალებისადმი-გადავიდნენ შეტევაზე.ეს კი ქვეყნის დასასრული იქნება.

– გინდათ თქვათ, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან? 

ეს არ მოხდება- საქვეყნოდ მომართული,ფულზე არგაყიდული მოაზროვნე ადამიანებიც არ დაუშვებენ ამას! ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზს და არა შედეგს. მიზეზიაყალბი,მოჩვენებითი პოლიტიკოსი,პოლიტიკური ძალა,მთავრობა და ხელისუფლება,ანუ მოქკავშირ -აღორძინების გაგრძელება “ნაციონალური მოძრაობა” და ,სამწუხაროდ,”ქართული ოცნება”.შედეგია ნაგავი,ანუ უმძიმესი ცხოვრება.. ეს არის რეალობა.დრო ამას დაადასტურებს! მწამს და მჯერა,რომ რეალური ბრძოლა საქართველოსათვის ახლა იწყება.საქართველო უნდა განთავისუფლდეს არა ნაგვისაგან,არამედ ყალბისაგან.რაც მალე გავაცნობიერებთ ყველაფერ ამას,უპირველესად,ბრძოლის აუცილებლობას ,მით უკეთესი ქვეყნისა და ხალხისათვის!

 ვიცი რაც ვთქვი ამის გამო უმცირესობაში აღმოვჩნდები,მაგრამ სათქმელს ვიტვი პიდაპირ,რადგან ჩემი კრედო იყო და არის:მირჩევნია რამდენიმე მოზროვნე და განათლებული კაცი მიჭერდეს მხარს,იზიარებდეს ჩემს პოზიციას,ვიდრე ათასები ბრმად მიკრავდეს ტაშს!

და კიდევ ერთი,2011 წლის 14 ოქტომბერს,სვეტიცხოვლობას,წერილით მივმართე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და ბატონ ბიძინა ივანიშვილს.ამ უკანასკნელს ამ წერილზე არავითარი რეაქცია არ გაუკეთებია მაშინ.ამ ინტერვიუში მოვისმინე,რომ შექმნა ორგანიზაცია -2030,ანუ ზუსტად ის,რაზეც მე ვწერდი მას,რომ მეცნიერთა დიდ ჯგუფთან ვმუშაობთ პროგრამაზე-”საქართველო 2030″.ღმერთმა ხელი მოუმართოს!

ესაუბრა შორენა მარსაგიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *