(newspress.ge) თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილის ბევრი ფული არ ნიშნავს რომ ყველაფრის უფლება აქვს

images (12)პარტია „თეთრების“ ლიდერის თემურ შაშიაშვილის განცხადებით, გამორიცხულია ისეთი ქვეყანა წინ წავიდეს, სადაც ხელისუფლებაში ყველა სხვის სკამზე ზის და თანამდებობებზე კი პირადი ერთგულებით ინიშნებიან.

ამის შესახებ შაშიაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

„საქართველოში არ ვიცი ხელისუფალი, რომელიც იმ სკამზე ზის, რომელსაც იმსახურებს. როგორ შეიძლება ის ქვეყანა წავიდეს წინ, იმ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სადაც ხელისუფლებაში ყველა სხვის სკამზე ზის, ან სადაც თანამდებობაზე მხოლოდ პირადი ერთგულებით ინიშნებიან. ყველაფერი ამის შემოქმედი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ყველა მის გამოსვლაში ჭკუას გვასწავლის, გვმოძღვრავს. ფული რომ აქვს, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდეს“- განაცხადა შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *