(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: „იმ საქმეში, რისთვისაც კვიციანს სჯიან, მას პატიმრობა კი არა, ჯილდო ეკუთვნის“

te“თეთრების“ ლიდერი ემზარ კვიციანის დაპატიმრების საკითხს პირველად აფასებს.

„იმ საქმეში, რისთვისაც კვიციანს სჯიან, მას პატიმრობა კი არა, ჯილდო ეკუთვნის.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი. ამავე დროს , ის კვიციანს სხვა ბრალდებას უყენებს.

„ემზარ კვიციანი არის პიროვნება, რომელმაც სააკაშვილისა და ტარიელ ონიანის დიდი დამეგობრება შეძლო. „ვარდების რევოლუციის“ მეორე დღეს საქართველოში შეცვლილი გვარსახელით ჩამოვიდა ორი პიროვნება – ბერეზოვსკი და ტარიელ ონიანი. ცნობილი კანონიერი ქურდის , ხაჩიძის აგარაკზე ერთმანეთს შეხვდნენ ტარიელ ონიანი, მიხეილ სააკაშვილი, ემზარ კვიციანი და თემურ ალასანია, რომელიც ტარიელ ონიანის მეგობარი იყო. ბერეზოვსკი ამ შეხვედრას არ ესწრებოდა… გადაწყდა, რომ კვიციანს გუბერნატორობას შეუნარჩუნებდნენ.

სააკაშვილი იმის შემდეგ შეშინდა რაც ონიანს ევროპაში დევნა დაუწყეს და ონიანთან კავშირი გაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა კვიციანთან დაპირისპირებაც. ასე რომ, ტარიელ ონიანის პიროვნება გადამწყვეტი იყო და არის სააკაშვილისა და კვიციანის ურთიერთობაში. ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ რუსეთმა და სააკაშვილმა ერთდროულად შეცვალეს ტარიელ ონიანის მიმართ დამოკიდებულება.“ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *