(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ეს ხალხი აქ დაუნიშნეს და ახლა უნიშნავენ პოროშენკოს

a24169პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი უკრაინის მთავრობაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნის ფაქტს ეხმაურება და „ალიასთან” საუბარში აცხადებს, რომ „მსოფლიო ავანტიურა დააწვა თავზე საქართველოსა და უკრაინას, ცდილობენ, მარწუხებში მოაქციონ რუსეთი, ვერაფერს ვერ აკლებენ და გვანგრევენ ჩვენ”.

„თქვენ გჯერათ, რომ უკრაინელებს ასე გაუჭირდათ? ეს ქვეყანა სავსეა განათლებული ხალხით, მაგარი პროფესიონალებით, მაგრამ მათ არ აქვთ ნდობა. თქვენ გგონიათ, ეს ჩამოწერილი ჩინოვნიკები საქართველოდან მიჰყავთ? არა, მათ ეროვნება არ გააჩნიათ, ესენი არიან მომზადებულები საერთაშორისო ავანტიურისტული ჯგუფების მიერ და სადაც დასჭირდებათ, იქ წაიყვანენ. ვიღაცას ჰგონია, სააკაშვილი რაღაცას აძლიერებს და თვითონ ნიშნავს ან ზღულაძეს, ან კვიტაშვილს. როდესაც სააკაშვილი პრეზიდენტი იყო, ეს ხალხი აქ დაუნიშნეს და ახლა უნიშნავენ პოროშენკოს. მე ამ ადამიანებს ვიცნობ 1993-1994 წლებიდან, ყველა მუშაობდა ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ ორგანიზაციებს ამერიკულსაც ვერ ვუწოდებ, ეს გახლავთ საერთაშორისო ავანტიურისტული ორგანიზაციები. მსოფლიო ავანტიურა დააწვა თავზე საქართველოსა და უკრაინას, ცდილობენ, მარწუხებში მოაქციონ რუსეთი, ვერაფერს ვერ აკლებენ და გვანგრევენ ჩვენ. ამ ავანტიურისტების მომზადებულია უკრაინის პრემიერ-მინისტრი იაცენიუკი. ჩემი უკრაინელი მეგობრები მეუბნებიან, რომ პოროშენკოს არც ეს ადამიანი მოსწონს და არც ისინი, ვისაც დღეს თანამდებობებზე ნიშნავენ, მაგრამ ჩააგდეს იმავე დღეში, რა დღეშიც იმყოფება დღეს ბიძინა ივანიშვილი. თქვენ გგონიათ, რომ პრეზიდენტმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად იაცენიუკი?” – განაცხადა შაშიაშილმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *