თემურ შაშიაშვილი „პოროშენკო დღეს იგივე მდგომარეობაშია, რაშიც ივანიშვილი იმყოფებოდა”

1410888687_1410551521_1401359008_1398850581_1355814461_temur-shashiashviliთეთრების“ ლიდერი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს და გახმაურებულ დანიშვნებს აფასებს.

„ალიასადმი“ მიცემულ ინტერვიუში თემურ შაშიაშვილი ხაზს უსვამს, რომ ყოფილი ხელისუფლების ოდიოზური წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში არა უკრაინელი ხალხის, არამედ გარკვეული დასავლეთის წრეების პირდაპირი მოთხოვნაა.

„რაც ხდება დღეს უკრაინაში, ვინც მიჰყავთ საქართველოდან, არ არის უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილება და სხვათა შორის, არც პოროშენკოს გადაწყვეტილება. ნუ გავაიგივებთ ამას უკრაინელ ხალხთან. იგივე ხდებოდა 2003 წელს საქართველოში, როცა თავიდან სააკაშვილს ბალტიისპირეთიდან ჩამოყვანილი მრჩევლები დაუსვეს“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერის თქმით, ამ დანიშვნების წინააღმდეგი უკრაინაში ბევრი იყო, მათ შორის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი, რომელიც ამ დღეებში გაათავისუფლეს.

„პოროშენკო დღეს იგივე მდგომარეობაშია, რაშიც ივანიშვილი იმყოფებოდა, გგონიათ მას მოსწონს იაცენუკი? მაგრამ მას ამერიკაში კურსები აქვს გავლილი, ის უკრაინელი სააკაშვილია, მანერებით და ჩვევებითაც გავს მას, სამწუხაროდ, უკრაინაშიც იგივე პროცესები მიდის, რაც თავის დროზე საქართველოში, იქ უკვე აღარ მოსწონთ უკრაინული იდეოლოგიისა და ფიზიონომიის ადამიანები. „ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი ამ ვითარებით უკიდურესად გაღიზიანებულია და ამას დიდხანს აღარ მოითმენს.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *