(ახალი თაობა) რეზო ჩხეიძე 88 წლის გახდა

ქართველი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე 8 დეკემბერს 88 წლის გახდა. დაბადების დღე მას უახლოესმა ადამიანებმა, ოჯახის წევრებმა, კოლეგებმა და მისი შემოქმედების ტაყვანისმცემლებმა მიულოცეს.
რეზო ჩხეიძე 1937 წელს რეპრესირებული ცნობილი მწერლის, დავით ჩხეიძის ოკახში დაიბადა, მისი მამა ლიტერარტურულ ფსევდონიმად დია ჩიანელს იყენებდა. მომავალმა რეჟისორმა შოთა რუსთაველის სახელობის თეარტალურ ინსტიტუტში, მოგვიანებით კი საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.
იუბილარი რეჟისორი სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფთა კავშირის მდივანი, წუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორი. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრეიმია. მისი 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინოთეატრ “რუსთაველის” წინ რეზო ჩხეიძის ვარსკვლავი გაიხსნა. მოგვიანებით კი საქართველოს კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის მუზეუმის უკვდავთა თაღში რეზო ჩხეიძეს ხელის ანაბეჭდი გაუხსნეს.



