(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის სექტა!

news_24815მოძრაობა „თეთრების” ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” სექტაა.

„ეს პარტია სექტის პრინციპებით რომ არ იყოს შეკრული, ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდებოდა, რომ სირცხვილია იყო „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, იმ პარტიის წევრი, რომელაც გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს”, – აღნიშნა თემურ შაშიაშვლმა დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა პატრონი, ამიტომ, ნაცვლად სისტემური ცვლილებისა, მივიღეთ „ნაცების” ანტიქართული სისტემის გაგრძელება.

ხელისუფლებაში ახალი არავინ მოსულა, იყვნენ და რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „თავისუფლების ინსტიტუტს”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *