ტარიელ ხარხელაური-თანამედროვე ქართული პოეზიის არწივი

დღეს ცნობილი ქართველი მწერლის, ტარიელ ხერხერაულის იუბილეა.
ამ თარიღს პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
“დღეს ტარიელ ხარხელაურის დაბადების დღეა….დიდი უნდა იყო, ძალიან დიდი, რომ პოეზიის ქვეყანაში,უდიდესი პოეტების საქართველოში იყო გამორჩეული პოეტი…
ასეთია ტარიელ ხარხელაური-თანამედროვე ქართული პოეზიის არწივი..კაცი,რომელიც,როგორც თავის დროზე ვაჟა ფშაველა, მთაში ცხოვრობს, მთასავით დგას და დიდი ქართულით გვათბობს “შეყინულღიმილიან”[გურამ დოჩანაშვილი] ბარელებს.
ვამაყობ,რომ დიდი ხანია ვიცნობ,….რომ მისი პოეზიის თაყვანისმცემელი ვარ….
.სიკეთე თქვენთან,ბატონო ტარიელ,თქვენს დიდ ოჯახთან!”
პარტია “თეთრები” უერთდება ბატონი თემურ შაშიაშვილის მილოცვას.ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ყველასათვის საყვარელ მწერალსა და ღირსეულ ქართველს.



