ეს მასალა არავინ დაბეჭდა,არც ერთმა ტელევიზიამ არ აჩვენა.

 

რეპორტიორის ჟურნალისტი ანა ნოდია facebook-ის გვერდზე წერს:

„პოლიტიკოსებო! ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის შემქმნელებო, გადით ქუჩებში!

გადით რუსთაველზე, გადით ვაგზლის მოედანზე, აუყევით თამარ მეფის გამზირს, გადით იუსტიციის სახლთან, ცოტა ხნით დადექით ავტობუსის გაჩერებებზე! თუ არ გსურთ, ხალხმა გიცნოთ, დაიფარეთ კაპიუშონები და გადით, იარეთ ერთი დღე,

დააკვირდით ხალხს, დაინახეთ მათი სახეები ახლოდან, დაინახეთ, რა აცვიათ, როგორია მათი საფულე, როგორია მათი ხელები! მოაწყვეთ ქუჩაში გასვლის ერთი დღე და უბრალოდ იარეთ! დააკვირდით, რას ნახავთ – რა სიბინძურეს, რა გაჭირვებას, რა სახეებს, რა თვალებს, რა სიმწარეს, რა ტკივილს!

ავტობუსებში პიარისთვის ნუ ადიხართ! ამ დროს მხოლოდ კამერებს ხედავთ და ხალხს ვერ დაინახავთ! გადით მარტოები, მოიცალეთ იშვიათად, მაგრამ მოიცალეთ! ისევ თქვენთვის! ნუ გავიწყდებათ – როგორ მეფობენ დრონი!”

(წყარო: http://reportiori.ge/?menuid=3&id=48236)

უნდა განვაცხადოთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, პარტია “თეთრების” ლიდერმა ძალიან მწვავედ და დეტალურად ისაუბრა 10 დეკემბერს, იმავე სააგენტოს პერსცენტრში. სამწუხაროდ, არც ერთმა სააგენტომ თუ საინფორმაციო საშუალებამ,  ტელევიზიამ ეს პრესკონფერენცია არ გააშუქა…

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი   რეპორტიორის ჟურნალისტის შეფასებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  გამოეხმაურა “:

“სწორი შეფასებაა… .ხელისუფლებაში ვიყავი ,ძირითადში,ფეხით დავდიოდი,სახელისუფლებო ამფსონებისა და დაცვის გარეშე…არასდროს საკუთარი მანქანა არ მყოლია,ფეხით დავდივარ და საკუთარი თვალებით ვხედავ ხალხის გაუსაძლის მდგომარეობას…ამასვე ვგრძნობ ახლობელთა ოჯახებში,ვხედავ როგორ მძიმედ ცხოვრობენ ,მართლაც,გენიოსები,მოღვაწეები,ვხედავ და ვგრძნობ საკუთარი ოჯახის მაგალითზე….

სწორედ ეს ვთქვი თქვენთან “რეპორტიორის”პრეს-კლუბში,10 დეკემბერს. მე ვთქვი, : შთაბეჭდილება მრჩება რომ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი არ ფლობს სიტუაციას, როგორ ცხოვრობს ხალხი. ბიოგრაფიებს თუ გაეცნობით ნახავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან მდიდარი ოჯახებიდან არიან, საქართველოდან გავიდნენ და არც იციან რა არის მძიმე ცხოვრება, ან საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში გავიდნენ ქვეყნიდან, იცხოვრეს უცხოეთში, იქ არასამთავრობო ორგანიზაციებში იმუშავეს და იქაური მასონური წრეების პატრონაჟით დაბრუნდნენ საქართველოში. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ცხოვრობს ხალხი საქართველოში, არ იცოდნენ ხალხის მდგომარეობა სააკაშვილის დროს, მაგრამ მან ის მაინც მოახერხა, რომ ბუტაფორიულ პროპაგანდისტური ქვეყანა შექმნა. დღეს აღარც ესაა… მდიდართა ოჯახებში გაზრდილი გაზულუქებული ადამიანები დაგვაჯდნენ თავზე დღეს.

ეს მასალა არავინ დაბეჭდა,არც ერთმა ტელევიზიამ არ აჩვენა…როგორც ჩანს,საქართველოს წინ მძიმე ამბები ელოდება!” – წერს თემურ შაშიაშვილი.

 

“თეთრების” პრეს-ცენტრი

12.12.2014

იხ. სრულად  პრესკონფერენციის მასალები:

თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენცია: „სახელისუფლებო ბანდიტიზმი, გაუფასურებული ფული, თუ ორთავე ერთად?!!

 

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *