(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: მდიდართა ოჯახებში გაზრდილი გაზულუქებული ადამიანები დაგვასხდნენ თავზე

“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი „რეპორტიორის” ჟურნალისტ ანა ნოდიას facebook-სტატუსს გამოეხმაურა:
“სწორი შეფასებაა… .ხელისუფლებაში ვიყავი, ძირითადში, ფეხით დავდიოდი, სახელისუფლებო ამფსონებისადა დაცვის გარეშე…არასდროს საკუთარი მანქანა არ მყოლია, ფეხით დავდივარ და საკუთარი თვალებით ვხედავხალხის გაუსაძლის მდგომარეობას…ამასვე ვგრძნობ ახლობელთა ოჯახებში, ვხედავ როგორ მძიმედ ცხოვრობენ,მართლაც, გენიოსები, მოღვაწეები, ვხედავ და ვგრძნობ საკუთარი ოჯახის მაგალითზე….
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლების უდიდესი ნაწილი არ ფლობს სიტუაციას, როგორ ცხოვრობს ხალხი.ბიოგრაფიებს თუ გაეცნობით ნახავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან მდიდარი ოჯახებიდანარიან, საქართველოდან გავიდნენ და არც იციან რა არის მძიმე ცხოვრება, ან საბჭოთა კავშირის დაშლისპერიოდში გავიდნენ ქვეყნიდან, იცხოვრეს უცხოეთში, იქ არასამთავრობო ორგანიზაციებში იმუშავეს და იქაურიმასონური წრეების პატრონაჟით დაბრუნდნენ საქართველოში. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ცხოვრობსხალხი საქართველოში, არ იცოდნენ ხალხის მდგომარეობა სააკაშვილის დროს, მაგრამ მან ის მაინც მოახერხა,რომ ბუტაფორიულ პროპაგანდისტური ქვეყანა შექმნა. დღეს აღარც ესაა… მდიდართა ოჯახებში გაზრდილიგაზულუქებული ადამიანები დაგვაჯდნენ თავზე დღეს.
როგორც ჩანს, საქართველოს წინ მძიმე ამბები ელოდება!” – წერს თემურ შაშიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ანა ნოდიამ facebook-ის გვერდზე პოლიტიკოსებს მოუწოდა, უფრო მეტად დაინტერესდნენ ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრებით და მათი პრობლემები რეალურად დაინახონ:
„პოლიტიკოსებო! ქვეყნის პოლიტიკის, ეკონომიკის შემქმნელებო, გადით ქუჩებში!
გადით რუსთაველზე, გადით ვაგზლის მოედანზე, აუყევით თამარ მეფის გამზირს, გადით იუსტიციის სახლთან, ცოტა ხნით დადექით ავტობუსის გაჩერებებზე! თუ არ გსურთ, ხალხმა გიცნოთ, დაიფარეთ კაპიუშონები და გადით, იარეთ ერთი დღე, დააკვირდით ხალხს, დაინახეთ მათი სახეები ახლოდან, დაინახეთ, რა აცვიათ, როგორია მათი საფულე, როგორია მათი ხელები! მოაწყვეთ ქუჩაში გასვლის ერთი დღე და უბრალოდ იარეთ! დააკვირდით, რას ნახავთ – რა სიბინძურეს, რა გაჭირვებას, რა სახეებს, რა თვალებს, რა სიმწარეს, რა ტკივილს!
ავტობუსებში პიარისთვის ნუ ადიხართ! ამ დროს მხოლოდ კამერებს ხედავთ და ხალხს ვერ დაინახავთ! გადით მარტოები, მოიცალეთ იშვიათად, მაგრამ მოიცალეთ! ისევ თქვენთვის! ნუ გავიწყდებათ – როგორ მეფობენ დრონი!” – წერს მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” ჟურნალისტი ანა ნოდია.



