(geotimes.ge)თემურ შაშიაშვილი: „ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მეგობრების მანტიაში შეფუთული მტრები!”

თემურ შაშიაშვილი: „ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა მეგობრების მანტიაში შეფუთული მტრები!”

ევროპული სტრუქტურები თვლიან, რომ საქართველოში სააკაშვილისა და “ნაცების” მმართველობის პერიოში ქვეყანაში დიდი დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი იყო

 “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, ჟოაო სუარესის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართვას გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოში მისი სიტყვებით “შერჩევითი მართლმსაჯულების გამო” შეშფოთებას გამოხატავს.

“თეთრების” ლიდერი დაუშვებლად მიიჩნევს მსგავსი სახის განცხადებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამას ქვეყნისადმი უპატივცემულობად აღიქვამს.
“ჩვენ ვერც კი ვგრძნობთ,რა რთული პროცესია დაწყებული საქართველოს მიმართ….მშვიდად ვუყურებთ იმას, რომ “ჩვენი მეგობრების “შეფასებები საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას, განწყობას, რეალურ მდგომარეობას სრულად ეწინააღმდეგება.
ევროპული სტრუქტურები თვლიან, რომ საქართველოში სააკაშვილისა და “ნაცების” მმართველობის პერიოში ქვეყანაში დიდი დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი იყო, ხალხის სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაშინ, როცა მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა,მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ეკონომიკა მიწასთან გასწორდა, დამყარდა ანტიქართული და ანტიადამიანური რეჟიმი, მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს… მეტის მოთმენა შეუძლებელია… ბუტაფორიულ-პროპაგანდისტული ანტიქართული სახელმწიფოს იდეოლოგი “ნაციონალური მოძრაობა” უნდა გასამართლდეს და გადავხედოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხსაც, რომლებიც სააკაშვილისა და ნაციონალების დაცვის მხარედ იქცნენ სხვადასხვა ფორმითა და მეთოდებით.
ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა მეგობრების მანტიაში შეფუთული მტრები!” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

 

 

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *