(pres-cavcasia.ge) თემურ შაშიაშვილი: ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე რეალურია!

ივანიშვილმა სამოქალაქო დაპირისპირებას გადაგვარჩინა, მაგრამ ახლა თავად მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე!.. დღეს ჩვენ ივანიშვილის ფულის მძევლები ვართ!!!
ბოლნისის პარლამენტარ ნაყოფიას ყოველწლიური შემოსავლები საყდრისის საბადოდან რამდენიმე მილიონია, მისი ვაჟის ხელფასი კი ყოველთვიურად – 500 – 600 ათასი ლარი!
ახალმა ხელისუფლებამ არათუ არ შეასრულა ეს მოთხოვნა, არც კი შეგვეხმიანა. „ნაცმოძრაობა“ კი, კოჰაბიტაციის თბილ ინკუბატორში ჩასვეს, სადაც დღევანდელი პროვოკაციების მომწყობი ახალ-ახალი ძალები იჩეკებიან…
სწორედ საქართველოში მიიყვანეს სრულყოფამდე, სოროსული მიმართულების ორგანიზაციების მეშვეობით, მსგავსი კადრების მომზადების სისტემა…
დღეს მთავრობის წევრებს სინდისი არგააჩნიათ, ისინი უყურებენ, მოეწონება თუ არა ესა თუ ის, ივანიშვილს. ამიტომ არათუ მართავს ბიძინა, უფრო მეტიც, მისი მოწონება – დაწუნების ეშინიათ, ეს კი იმაზე მეტი სიმახინჯეა, ვიდრე კულუარული მართვა!..
ეთერ ბალაძე
ხელისუფლება ყოველდღიურად უშვებს შეცდომებს. ლარის კურის შერყევისა და მოსმენების დაკანონების შემდეგ ახლა საყდრის-ყაჩაღიანის საბადო ააფეთქეს. თუ რა იქნება შემდეგი სურპრიზი, ჯერჯერობით უცნობია, ერთი რამ კი ცხადია – ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია შექმნილი და ამ ფონზე სოციალური აფეთქება გარდაუვალია. სამოქალაქო დაპირისპირებას პროგნოზირებს მოძრაობა `’თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომელიც გამოსავალს ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში ხედავს.
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პრობლემებზე pres-cavcasia.ge-ს ჟურნალისტი ეთერ ბალაძე ბატონ თემურს ესაუბრება:
* * *
_ ბატონო თემურ, პოლიტიკაში თქვენი ამდენი ათეული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, მაინც რა მიზნით მოხდა საყდრისის საბადოს აფეთქება, იმიტომ ხომ არა, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური ფონი და ლარის კურსის გაუფასურების პრობლემა გადაეფარათ?
_ ძალიან ცუდი რამ მოხდა, როდესაც აღნიშნულ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მოუხსნეს და ააფეთქეს. რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს შედის როგორც ზოგიერთი ჩინოვნიკის, ისე დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში.
_ რომელ ჩინოვნიკს გულისხმობთ?
_ პარლემენტში ზის ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაყოფია,. რომლის შვილი მუშაობს საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროში, მისი ყოველთვიური შემოსავალი 500 – 600 ათასი ლარია, სწორედ ნაყოფიას 20 წლის ვაჟის ბიზნეს-ინტერესებს შეეწირა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. საყდრის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს და დაისაჯონ დამნაშავეები, აღარაფერს ვამბობ რამდენიმე მილიონიან საერთო შემოსავალზე.
_ ბატონო თემურ, კვლავ აქტუალურია ხუდონჰესის პრობლემა, რომლის აშენებასაც სვანეთის მოსახლეობა ეწინააღმდეგება…
_ მოსახლეობა არ დაუშვებს ამ ჰესის აშენებას, ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა მოხდა დარიალის ხეობაში; არ გვინდა, რომ იგივე განმეორდეს და მთელი სვანეთი დაინგრეს, ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს, ამის შესახებ გვაფრთხილებენ მეცნიერები, ექსპერტები, პრაქტიკოსი სპეციალისტები.
სამწუხაროა, რომ ჩვენში გონიერ ხალხს არავინ უსმენს და თითქმის ყველა პროცესი ფულს დახარბებული არაპროფესიონალების მიერ იმართება, რომელთა ერთადერთი საზრუნავი უკვე დაგროვილი საარაკო სიმდიდრისთვის ახალი ასიათასების თუ მილიონების მიმატებაა.
_ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ ადამიანებს ილუზია შეუქმნა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალ-ეკონომიკური ფონი შეიცვლებოდა და მოსახლეობა ამოისუნთქებდა, დღეს კი სხვა რეალობაა…
_ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დიდი შეცდომა დაუშვა:
პირველი – ის არ უნდა შესულიყო პოლიტიკაში, ანუ საქმეში, რომლისაც არაფერი გაეგება. ვინც არ გაიზიარებს ჩემს მოსაზრებას, კარგად გაანალიზოს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოსთან მიმართებაში უცხოეთში, რას საუბრობს ხალხი ქუჩაში. ქვეყანაში რეალური მდგომარეობის უტყუარი ბარომეტრი არის ქუჩა და არა მოსყიდული ტელევიზიების გულისამრევი თოქ-შოუები.
მეორე – ჩვენ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ვურჩევდით, გამარჯვებისთანავე მოეწვია დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტები, რომლებიც მეცნიერული ანალიზის საფუძველზე, დადებდნენ დოკუმენტს, თუ რა ააშენა ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ – რეალური სახელმწიფო, თუ პოტიომკინის სოფელი, ანუ ააშენა თუ დაანგრია ქვეყანა?!
ვაფრთხილებდით, რომ ასეთი ანალიზის გარეშე, „ნაცმოძრაობა“ დროთა განმავლობაში გათავხედდებოდა, გაძლიერდებოდა და ხელისუფლების დასაბრუნებლად ბინძურ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამდა. რამდენად ახდა ჩვენი პროგნოზი, ხალხმა განსაჯოს.
მესამე – ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა იყო, ხალხის მიერ გასამართლებულიყო საკუთარი მოსახლეობისთვის გენოციდის მომწყობი ხელისუფლება. შესაბამისი დოკუმენტების 600- გვერდიანი პაკეტიც კი წარვადგინეთ. ახალმა ხელისუფლებამ არათუ არ შეასრულა ეს მოთხოვნა, არც კი შეგვეხმიანა. „ნაცმოძრაობა“ კი, კოჰაბიტაციის თბილ ინკუბატორში ჩასვეს, სადაც დღევანდელი პროვოკაციების მომწყობი ახალ-ახალი ძალები იჩეკებიან.
_ ანუ კოჰაბიტაციამ შეუშალა ხელი?
_ კოჰაბიტაცია კი არა, გასამართლება! შეიძლებოდა. ხელისუფლება წასულიყო იმ გზით? ხალხი მოითხოვდა გასამართლებას, ამიტომ არ უნდა შეეშალათ ხელი მათთვის. ადრე ჩვენ გვქონდა ასეთი ლოზუნგი:“ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას”! ივანიშვილის ხელისუფლებამ კი ერთი წელი სააკაშვილი ვადაზე მეტად დატოვა პრეზიდენტად, მას აწყობდა, რომ არ გასამართლებულიყო ყოფილი რეჟიმი, რომ არ მოეწვიათ გარედან ექსპერტები! აწყობდა იმიტომ, რომ დასავლეთს დიდი ფული აქვს დახარჯული საქართველოში და არ უნდოდათ ექსპერტებს, საერთაშორისო საზოგადოებას გაეგო ეს. დღეს გამოდის ეუთოს წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და კითხულობს, რატომ დააკავეს მერაბიშვილი და ახალაია, რატომ დევნიან სააკაშვილს!? არადა, უცხოელები საქართველოში ფულს ათეთრებენ!
_ თქვენია ზრით, რატომ არ დააკავეს სააკაშვილი?
_ დააკვირდით ივანიშვილის გამოსვლებს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. არჩევნებამდე ის ამბობდა, რომ თუ არ წავა სააკაშვილი, იმპიჩმენტს მოვუწყობთო, მაგრამ არჩევნების შემდეგ იმპიჩმენტი არც კი უხსენებია. ივანიშვილს, დასავლეთი რასაც ეუბნება, იმას აკეთებს. ფულიანი კაცი თანამდებობაზე არ უნდა მოვიდეს, ეს უბრალოდ შეცდომა კი არა, დანაშაულია საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. დღეს დასავლეთის ავანტურისტულ ჯგუფებს აწყობდათ ფულიანი კაცის დასმა საქართელოში, იმიტომ რომ, ის დიდი ფულის დაკარგვის შესაძლებლობით შეეშინებინათ, – დღეს ჩვენ ივანიშვილის ფულის მძევლები ვართ!!!
_ სააკაშვილის ხელისუფლების ჩინოვნიკები – ეკა ზღულაძე და ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ”ჩვენებიდან” სხვებზეც საუბრობდნენ. თქვენი აზრით, რაში სჭირდება 65 მილიონიან უკრაინას საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კადრები, რომლებიც თავიანთ ქვეყანაში წარუმატებლები აღმოჩნდნენ?
_ უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების დანიშვნა დროებითია, უკრაინელები მალე მიხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს და თავად გამოყრიან ამ ავანტურისტებს. ჩვენში ბევრმა ეს დანიშვნები მიიჩნია უკრაინის არამეგობრულ ნაბიჯად საქართველოს მიმართ. ჩემი აზრით, აქ საქმე სხვაგვარადაა. ეს დანიშვნები განახორციელა და თავად უკრაინელ ხალხს თავს მოახვია, საერთაშორისო ავანტურისტთა ჯგუფმა. ქართველთა სიმრავლე კი იმან განაპირობა, რომ სწორედ საქართველოში მიიყვანეს სრულყოფამდე, სოროსული მიმართულების ორგანიზაციების მეშვეობით, მსგავსი კადრების მომზადების სისტემა.
– დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეკონომიკური კრიზისია, მოსახლეობა დამშეულია, თქვენი აზრით, ბატონო თემურ, რა არის გამოსავალი?
_ სერიოზული გათვლები რომ ყოფილიყო, მოსახლეობას მოლოდინს არ შეუქმნიდნენ, რომ პირველი წელი იქნება მძიმე, მეორე უკეთესი, მესამე კარგი და მეოთხე ძალიან კარგი. ჩვენ არ ვიცით, რა იყო 9 წელი?! გაღატაკებული სახელმწიფოდან რეალურად ასე უცბად გადასვლა შეუძლებელი იყო. ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, სააკაშვილს ჩამოაგდებდნენ და სამოქალაქო ომი დაიწყებოდა. თუ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო ომისგან გადაგვარჩინა, ახლა თავად მას მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რეალურად, არაფერი შეცვლია ქვეყანაში. თუ ხალხს უნდა საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორ-დამანგრევლებს, შემდეგ ნაციონალებს და შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ჰყავს არაეროვნული კადრები. როგორ გგონიათ, რესპუბლიკელები და ‘` თავისუფალი დემოკრატები“, ახლა რომ დატოვეს კოალიცია, თუნდაც, იგივე, მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილმა აირჩია? ხომ ყველამ ვიცით, ეს დასავლეთის კარნახით მოხდა! სწორედ ივანიშვილის ხელით მოიყვანა დასავლეთმა ანტიქართული კადრები. დღევანდელი მდგომარეობა ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირებისკენ უბიძგებს, რის შემდეგ, ჩვენ არ დავრჩებით ერი… ვიქნებით არარაობა! ამიტომ გვჭირდება ნამდვილი არჩევნები და ღია, თავისუფალი ეთერი!
– ხშირად ამბობენ, რომ დღეს ქვეყანას კულუარებიდან ბიძინა ივანიშვილი მართავს, ყველა საკადრო ცვლილებები მას უკავშირდება, თქვენი აზრით, მას მომავალ პრეზიდენტად ვიხილავთ?
_ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისეთი რამ მესმის თავისი თანამებრძოლებისაგან, რომ თმები ყალყზე დაგიდგება. მე იმის მეასედს ვერ გეტყვით, დაწყებული იქიდან, თუ რა შეფასებებს აძლევენ, მის განათლებას, მის ქცევებს, მის კულტურას და ა.შ… მე ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, რომ რაც უფრო ადრე წავა ხელისუფლებიდან, უკეთესი იქნება მისთვისაც და საქართველოსათვისაც. რაც შეეხება იმას, იმართება თუ არა ქვეყანა კულისებიდან, ამის გაგება ძნელი არ არის, ის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში გამოდის ტელევიზიით და ამა თუ ამ მოვლენას აფასებს. როცა ეს ადამიანი საერთოდ არ ჩანდა, უფრო მეტი ავტორიტეტი ჰქონდა, ახლა გადაცემებს რომ დაიწყებს, მისი ავტორიტეტი განულდება. როცა ამბობს, რომ მთავრობას არ ვმართავ და არც რაიმე მექანიზმები გამაჩნიაო, ეს არ არის სიმართლე: სულხან-საბა ამბობს: ”სინდისი არის ჩვენი მამხილებელიო!” დღეს მთავრობის წევრებს სინდისი არგააჩნიათ, ისინი უყურებენ, მოეწონება თუ არა ესა თუ ის, ივანიშვილს. ამიტომ არათუ მართავს ბიძინა, უფრო მეტიც, მისი მოწონება-დაწუნების ეშინიათ, ეს კი იმაზე მეტი სიმახინჯეა, ვიდრე კულუარული მართვა!..
– და ბოლოს, ბატონო თემურ, თქვენ აცხადებთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება არ უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ ქვეყანა არ დაინგრესო და როგორ ფიქრობთ, ვადამდელი არჩევნები გადაგვარჩენს?
– თავისუფალი არჩევნების უპირველესი პირობაა, თავისუფალი ტელევიზიები. არ შეიძლება ტელევიზიების დაბლოკვა, თუ ტელევიზიებს ფულს არ გადაუხდი, ღია ეთერში არ მიგიწვევენ. ეროვნულ ძალებს კი, ფული არ გააჩნიათ. აი, ბევრიფული აქვთ ანტიეროვნულ ძალებს, რომლებიც გარედან ფინანსდებიან! დღეს მითხრეს, რომ 8000 ლარია საჭირო საიმისოდ, რომ ერთ-ერთ სააგენტოსთან ვითანამშრომლო. ამ სააგენტოების წარმომადგენლები დღეს პარლამენტში სხედან. 2 წელია არც მივუწვევივარ ამ საინფორმაციო სააგენტოებს. მოსახლეობამ ფულს და ფულიანებს კი არ უნდა დაუჭიროს მხარი, არამედ იმას, ვისაც შეეძლო გამდიდრება და არ გამდიდრდა!
– არ მიპასუხეთ და კიდევ გაგიმეორებთ შეკითხვას: მაინც რატომ ფიქრობთ, რომ გარდაუვალია სამოქალაქო დაპირისპირება?
_ თუ ასე გაგრძელდება, ნამდვილად გარდაუვალია …



