(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: საყდრისს ადამიანების დასაქმების გამო რომ დაანგრევ, გაუბრებობაა, რომლის გამოც პრემიერ-მინისტრი მწარედ ინანებს

„საყდრისის სახით გვაქვს ძეგლი, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები მსოფლიოს საუნჯედ ასახელებენ. მას ადამიანების დასაქმების გამო რომ დაანგრევ, გაუბრებობაა, რომლის გამოც პრემიერ-მინისტრი მწარედ ინანებს ,“ – ასეთი კომენტარს უკეთებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საყდრისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას.
„ სამუშაოების შექმნის საშუალების მეტი რა არის საქართველოში, რა, მაინცდამაინც საყდრისის ბორცვზე არიან დამოკიდებულნი? რა შუაშია აქ ადამიანების დასაქმება და კულტურული ძეგლი? ათენის აკროპოლისის ქვეშ რაღაც რომ აღმოაჩინონ, უნდა დაანგრიონ? მთელი საბერძნეთი ფეხზე არ დადგება? საქართველოში ადამიანები დაამშიეს და ეროვნული წაშალეს მათში. მე ის მაწუხებს, რომ ხალხი ყველაფერს ეგუება და არა პრემიერ-მინისტრის გამონათქვამეი“, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
მისი თქმით ამ წიაღისეულით ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური დამფინანსებელი, კაგებეს გენერალ გენერალოვთან დაახლოებული, ყოფილი პარლამენტარი კობა ნაყოფიაა დაინტერესებული, რომლის 20 წლის ვაჟიშვილიც ხელფასის სახით წელიწადში ნახევარ მილიონს იღებს.



