(sazogadoeba.ge)თემურ შაშიაშვილი: ხელისუფალთა ანალიზით, წინ და წინ მივდივართ, ხალხის განწყობით კი საქმე უკან და უკან მიდის

S„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრემიერმინისტრის გუშინდელ გამოსვლას საკმაოდ მწვავედ და კრიტიკულად აფასებს.

„აშკარაა, რომ ხელისუფლებას არ აქვს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის რეალობასთან ოდნავ მიახლოებული ანალიზი. დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ყველა ხელისუფლება, როგორც წყლის ორი წვეთი, ისე ჰგავს ერთმანეთს: თვითდაჯერებულია, თვითკმაყოფილია. 25 წელია, ხელისუფალთა აზრით, წინ და წინ მივდივართ. ვამარცხებთ კორუფციას, ვებრძვით უმუშევრობას, ვამთლიანებთ საქართველოს, ვიცავთ საარსებო მინიმუმს, ვაუმჯობესებთ განათლებას, ვაძლიერებთ მეცნიერებას, საყოველთაოს ვხდით ჯანდაცვას, არნახული წარმატებები გვაქვს კულტურაში, სპორტული შედეგები საუკეთესოა ვეძებ ადამიანს, ხელისუფლების გარეთ, რომელიც თუნდაც ერთ შედეგს დაადასტურებს. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

მისი თქმით, ხალხის განწყობა სრულიად საპირისპიროა, ხალხი თვლის, რომ ყოველ წელს წინაზე უარესად ვცხოვრობთ, რომ სისხლი თუ არ იღვრება, ეს არ არის ქვეყნის პროგრესის მაჩვენებელი.

„სისხლი არ იღვრება დღევანდელ საქართველოში, მაგრამ გაცილებით მწვავე და მწარე პროცესია, როცა სისხლი შრება. ქვეყანაში დიდი კონფლიქტია – ეს არის კონფლიქტი სახელისუფლო აზროვნებასა და ხალხის რეალურ მდგომარეობას შორის: დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფალთა ანალიზით, წინ და წინ მივდივართ. ხალხის განწყობით – საქმე ქვეყანაში უკან და უკან მიდის. ეს სამოქალაქო დაპირისპირების გზაა.“

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, განვლილმა 25 წელმა დაადასტურა, რომ ყველა ხელისუფლება წავიდა თუ გაუშვეს იგივე ბრალდებებით, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგებითა და დაპირებებით მოვიდა. საქართველოში დასრულდა ბუტაფორიულ – პროპაგანდისტული სახელმწიფოს ფორმირება, ანუ სახელმწიფოსი, რომლის ხელისუფალნი ზეკმაყოფილნი არიან თავიანთი მოღვაწეობით, ხალხი კი გმინავს გაჭირვებისაგან“.

მისივე თქმით, მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, ხალხმა გააცნობიეროს, რომ ქვეყნის გადარჩენა და მისი გაძლიერება არც ბელადშია, არც მილიარდერში, არც ამერიკასა და არც რუსეთშია.

„ხალხის ძალაშია ქვეყნის გადარჩენა. სამწუხაროდ, დამოუკიდებელ საქართველოში ხალხი თავის ძალას და სიჯანსაღეს ხელისუფლებას მხოლოდ მისი გახრწნილობის და სიმდაბლის კულმინაციის დროს აჩვენებს. მომავალი აქვს იმ საქართველოს, სადაც ხალხის ძალა ხელისუფლებაზე არჩევნების მეორე დღიდანვე იწყებს მოქმედებას“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *