(medianews.ge)თემურ შაშიაშვილი იური ვაზაგაშვილის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება

 

a24169მოძრაობა “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი იური ვაზაგაშვილის დაღუპვის ფაქტს ეხმაურება. შესაბამისი განცხადება პოლიტიკური ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მასშია ნათქვამი, თემურ შაშიაშვილის ძმა ავთანდილი, 13 იანვარს „ნაციონალების“ სახელისუფლო ტერორს ემსხვერპლა.

„თეთრების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ დღეს გონებით მოქმედების დროა და არა ემოციით.

ქვეყნისთვის ამ მეტად დრამატულ მომენტში სახელმწიფო კაცების დროა და არა მყვირალა პოლიტიკოსების.

„რაც გუშინ მოხდა, ძველის გაგრძელებაა… გუშინ მებრძოლ და მოაზროვნე საქართველოს ესროლეს და ამით დიდი ნიშანი მოგვცეს! თუ ჩვენ გმირი კაცის,იური ვაზაგაშვილის ამ ამაზრზენ, ქვეყნის ღირსების შემლახავ მკვლელობას მოვითმენთ, ლაჩრები და ცოცხლად მკვდრები ვიქნებით!
მოქმედების დროა!

მოქმედების, მაგრამ არა ემოციით, როგორც ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა, არამედ გონებით. ემოციით სკამებისათვის მებრძოლნი მოქმედებენ, გონებით-ქვეყანაზე მოფიქრალნი.ემოციით მოქმედება თავხედ პოლიტიკოსთა ასპარეზია…სამწუხაროდ, სწორედ მათ წაართვეს საქართველო ხალხს და მოაზროვნე ადამიანებს. საქართველოს მომავალი გონებასთან, მოაზროვნე ადამიანებთან არის დაკავშირებული და არა ხალხის ემოციით გაბელადებულებთან, ემოციური ფონის შემქმნელ მილიარდერ-მილიონერებთან, ან გარედან დაფინანსებულ მედროვეებთან!

დიდი დაფიქრების,საქვეყნო კაცების დროა და არა მყვირალა პოლიტიკოსების!

ასეთია ჩვენი პოზიცია ქვეყნისთვის უაღრესად დრამატულ მომენტში“, — ნათქვამია “თეთრების” ლიდერის განცხადებაში.

რაც შეეხება უშუალოდ მის ძმას, თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ ეს უკანასკნელი, როგორც უამრავი საქართველოში, „სახელისუფლებო სიძულვილით გაბოროტებული ხალხის და დროის მსხვერპლია“. კერძოდ, მისი განმარტებით, „ნაციონალების“ ხელისუფლება ავთანდილ შაშიაშვილს პოლიტიკოსი ძმის გამო უპირისპირდებოდა. ნათქვამის საილუსტრაციოდ თემურ შაშიაშვილს კონკრეტული ფაქტები მოჰყავს:

„2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ჩვენ სახლთან, შენი და დედას თვალწინ მომხდარმა აფეთქებამ, რომელიც „ვარდების“ ხელისუფლებამ ასლან აბაშიძეს დააბრალა, დედა ლოგინად ჩააგდო,შენ პრაქტიკულად გაგანახევრა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო მომართული, ქვეყნის დასაშინებლად, ხალხზე და ქვეყანაზე თავიანთი ბატონობის განსამტკიცებლად იყო გამიზნული-შენ და დედას კი განუზომელი ტკივილი მოგაყენათ. ისევ ჩემს გამო… 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების საწყისშივე საგადასახადომ 20 000 დოლარის შეტანა მოგთხოვა ბიუჯეტში, თუ რომელიღაც ფონდში. შენს პასუხზე ან რისთვის, ან ამ თანხად სულ მოგცემთ ჩემ საქონლის ფერმას თქო, დაშინება მოჰყვა-მდგომარეობას ნუ ირთულებო, რამდენიმე დღის ვადაც მოგცეს და თან გაგაფრთხილეს-შენი ძმის საარჩევნო შტაბს არ გაეკაროო“, — წერს ძმისადმი მიძღვნილ წერილში თემურ შაშიაშვილი.

http://medianews.ge/ge/temurshashiashviliiurivazagashvilisdaghupvisfaqtsekhmaureba/95361

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *