(ალია) თემურ შაშიაშვილი: 9 თებერვლამდე ამის გამჟღავნება არ მინდოდა, მაგრამ თქვენიგაზეთი ამას იმსახურებს”

 

1410888687_1410551521_1401359008_1398850581_1355814461_temur-shashiashviliიური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ საქართველოში მოხდა ბევრი რამის გადაფასება და ამა თუ იმ მოვლენის დაჩქარება. მაგალითად, ქართული ინტელიგენცია უკვე თვლის, რომ სხვადასხვა საკითხებზე გაჩუმება აღარ შეიძლება და 9 თებერვალს „ქართული ერთობის დარბაზი“ მოაწყობს კონგრესს და საზოგადოებას წარმოუდგენს ქვეყნის გადარჩენის გეგმას.

რა წერია მანიფესტში, ვინ გაერთიანდა ახალ ორგანიზაციაში? რა ფილმს იღებენ უცხოეთის ელჩებისათვის, რა ღონისძიებაზე დაპატიჟებენ ბიძინა ივანიშვილს?

„ალიას“ დარბაზის დამფუძნებელი, თემურ შაშიაშვილი ესაუბრა

ბატონო თემურ ცოტა ხნის წინ პირადად  მეუბნებოდით და ვწერდი, რომ უახლოეს ხანში გააქტიურდებოდა „სახალხო კრება“,  მაგრამ როგორც ჩანს, ნონა გაფრინდაშვილის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომამ ბევრი რამ გადადო.

– როცა სახალხო კრება გააქტიურდა, მაშინ სიტუაცია იყი სხვანაირი, პარტიების უმეტესობას არ შეეძლო  შედეგის მოტანა. ამიტომ ეს აღმოჩნმდა ძალა, რომელმაც გააერთიანა პოლიტიკოსებც და ხალხიც. მოვიდა ბოიძინა ივანიშვილი და გვითხრა, მაცალეთ, მე ავაშენებ ქვეყანას. ხელს ნუ  შემიშლითო, ეს გახსოვთ, ხომ?

– მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს?

– აირჩიეთ ეს კაცი პრეიზდენტად… აირჩიეთ ეს პარლამენტი, აირჩიეთ თბილისის ეს მერი… კი ბატონო, ავირჩიეთ… ქართველმა ხალხმა ივანიშვილს გაუკეთა  იმაზე მეტი, ვიდრე უნდა გაეკეთებინა,. ეს ყველაფერი იყო არაბუნებრივი და ამიტომაც ხდება ამდენი უბედურება. როდესაც ჩვენ ვეძებთ გადარჩენის გზას ან ბელადში, ან ფულიანში,ეს არაბუნებრივი გზაა. ახლა კვირაში ერთხელ გამოდის დაიძახის, შემეშალა, შევცდიო. თუ ამდენი შეგეშალა, ცოტა განზე უნდა გადგე  და გზა დაუთმო განათლებულ, ადამიანებს.

როდესაც მე ვლაპარაკობ „სახალხო კრების“ გააქტიურებაზე, ეს ასეც იქნება, სხვა გამოსავალი არ არსებობს,მაგრამ  9 თებერვლიდან გააქტიურდება „ქართული ერთობ ის დარბაზიც“ სადაც გაერთიანდნენ, რეზო ჩხეიძე, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, ანზორ ერქომაიშვილი, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, რამაზ ყურაშვილი და სხვები. საქართველოში კარგ და  ძლიერ ადამიანებს რა დალევს? მე ვფიქრობ, ეს კაცები ნამდვილად იმსახურებენ ყურადღებას. ქართველი მეცნიერებისა და ინტელიგენციის მონაწილეობით უკვე დაიწერა „მოქმედების მანიფესტი“ სათაურით „ერთი სამშობლო, ერთიანი ერი,  გაერთიანებული სახელმწიფო“ 9 თებერვლამდე ამის გამჟღავნება არ მინდოდა, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენი გაზეთი იმსახურებს, რომ ამ საკითხებზე წინასწარ ვისაუბროთ. „მოქმედების მანიფესტი“  უკვე აკურთხა მისმა უწმიდესობამ და ეხლა მზად ვართ, 8 თებერვალს, ქუთაისში, გელათში დავიწყოთ ღონისძიება, ანუ მანიფესტის წარმოდგენა. და 9 თებერვალს, დავასრულოთ  თბილისში, რუსთაველის თეატრში.

ცოტა ხნის წინ მეცნიერთა აკადემიამ შეისწავლა პოლიტიკური პარტიების პროგრამები და დაადგინა, რომ ყველაზე კარგი პროგრამა არის „თეთრების“ ამოტომ აღმოვჩნდი ამ წრეში მე, როგორც პოლიტიკოსი

სხვათა შორის, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, პირველი აფეთქება მოხდა ჩემს სახლთან, რასავ შეეწირნენ დედაჩემი და ჩემი ძმა. ასე რომ, აფეთქებების სერია გრძელდება. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება.

– იქნებ, მოკლედ მითხრათ, რა წერია მანიფესტში?

პირველ გვერდზეა „პატივდების სიგელი“ მერაბ ბერძენიშვილის მიერ შესრულებული, აქვეა რეზო ჩხეიძის მიმართვა,  შემდეგ კი, საუბარია ქვეყნის განვითარებაზე. მანიფესტი არავის უპისისპირდება. ამ ხალხს არ აინტერესებს არავითარი თანამდებობა. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდად ამთავრდეს მყვირალა პოლიტიკოსების დრო. ამ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა წაართვეს ხალხს საქართველო. მანიფესტში წერია, რომ ხალხს უნდა დავუბრუნოთ წართმეული საქართველო.

– ეს კარგია, მაგრამ ამას როგორ  აპირებთ,  რამდენად განხორციელდება?

– თუ ერთმანეთს მივეხმარებით და მოვინდომებთ, განხორციელდება, წინა და ამ ხელისუფლებებმა გააკეთეს ის, რომ ერთმანეთს დააპირისირეს ახალი და ძველი თაობა, დააპირისპირეს სამკვდრო-საციცოცხლოდ. შვილებო, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც უნდა ებრძოლოთ.

– რა მოხდება 9 თებერვლის შემდეგ, საბოლოოდ რა მიზანი გაქვთ?

საბოლოო მიზანია ის, რომ ქვეყანაა შესაცვლელი/ ბატონ რეზო ჩხეიძეს უნდოდა პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. ცოტა შეუძლოდ არის დაგადავდეთ. მოქმედების დროა, აქ არის ჩამოყალიბებული, რაც არ გაკეთდა და უნდაგ აკეთდეს. აქ ასევეა მიმართვა უცხოელი დიპლომატებისადმი, არ შეიძლება ასეთი ისტორიის ქვეტანა აფეტიშებდეს სხვისას და უარყოფდეს თავისას. ყველაფერი კარგოა, რაც ქართული არ არის? ეს რა მიდგომაა?  ჩვენ ასევე ვიწყებთ ფილმის გადაღებას, სადაც  საქართველო იქნება წარმოდგენილი თავისი ისტორიით და თავისი ღირებულებებით. ამ ფილმს გადავცემთ ყველა საელჩოს, ყველა ქვეყანას და ვეტყვით, აი, ბატონებო, ეს არის საქართველო და ნუ მოაჯექით თავზე, ნუ ეუფროსებით! ასევე ვხსნით ტელევიზიას, რომელსაც ჰქვია “ქართული” (არა “ქართული არხი”, არამედ, “ქართული”) , ამ მხრივ ცოტა ფინანსების ნაკლებობაა,მაგრამ რაღაას მოვიფიქრებთ. არ ვიცი,ეს უნდა ვთქვა თუ არა,მაგრამ არც დამალვა მინდა, ბატონმა რეზო ჩხეიძემ ტელევიზიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმართა ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელმაც თურმე ხელები გაასავსავა,  ამ საკითხში ვერ ჩავერევიო.

– 9 თებერვალს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეპატიჟებით?

– კი,ვეპატიჟებით, პრეზიდენტსაც გავუგზავნეთ მოსაწვევი, მთავრობის წევრებსაც და დეპუტატებსაც,მოვიდნენ, ნახონ, მოგვისმინონ, რა გვინდა, სხვათა შორის, , როცა მანიფესტზე მუშაობდნენ, ბიძინა ივანიშვილისთვისაც უთხოვიათ, იქნებ მობრძანდეთო, მაგრამ არ მისულა… კიდევ  დავპატიჟებთ, კიდევ მოვიწვევთ. თუ ხელისუფლება იქნება ქართული, ჩვენ მხარს დავუჭერთ, არ მოვდივართ მტრობით, რაც შეეხება თებერვლის შემდგომ პერიოდს, ამ მანიფესტით მოვივლით ყველა რეგიონს, ყველა რაიონს და გავაცნობთ ხალხს. რეგიონებში გასვლას დავიწყებთ 6  მაისიდან. ყოველ კვირა დღეს, ილიასა და აკაკის ძეგლთან, რუსთაველზე გაკეთდება ხელმოწერები, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ხელი მოაწეროს ამ მანიფესტს. 2015 წლის 6 მაისს ჩვენი ტელევიზია აქტიურად ამუშავდება და შევალთ ყველა ოჯახში.

ვიცი, ზოგიერთი ამ ინტერვიუს წაიკითხავს და დაიწყება, პროცოკაციები, ხელის შეშლა,მაგრამ უნდა  გავრისკოთ, ისიც ვიცი, დაიწყებენ ლანძღვას, კრიტიკას, და ასე შემდეგ, თუ ერთად დავდგებით, ვერავინ ვერ მოგვერევა

ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *