(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: ალექსანდრე ჭიკაიძე, ჯერ არ უნდა გადამდგარიყო, საქმე უნდა გაეხსნა და მერე წასულიყო, ასე უნდა მოიქცეს გიორგი ბადაშვილი

12თემურ შაშიაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ იური ვაზაგაშვილი “ნაციონალების” მოკლულია. ნაციონალები მართლა ისე გათავხედდნენ, შეიძლება მალე სახლებშიც შემოგვივარდნენ და ვინც მათ მოწინააღმდეგეებად მიაჩნიათ, ყველას ერთიანად გაგვისწორონ ანგარიში თუ ხელისუფლებამ ხელი არ გამოიღო, ეს მართლა ტერორისტული ორგანიზაცია ყველას დედას გვიტირებს და პატრონი და მომკითხავი არავინ იქნება.

“პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებდა და მერე წავიდოდა. ასე უნდა მოქცეულიყო ალექსანდრე ჭიკაიძე, ჯერ არ უნდა გადამდგარიყო, საქმე უნდა გაეხსნა და მერე წასულიყო, ასე უნდა მოიქცეს გიორგი ბადაშვილი, გახსნას იური ვაზაგაშვილის მკვლელობა და დატოვოს პოსტი. ეს არ იყო ბოლო წვეთი ხალხის მოთმინების ფიალაში, ბოლო წვეთი როდის იყო, აღარ მახსოვს და ეს ფიალა დიდი ხანია აივსო. ხელისუფლებამ თუ ვერ ან არ გახსნა ეს საქმე, ძალიან ცუდად შემოუტრიალდება. “ნაციონალები” სახლებში ვერე შემოგვიცვივდებიან, მაგის არ მეშინია, მაგათ თავხედობას მალე დაესმება წერტილი, მაგათ მოსვამენ თავის ადგილას, ეს არის უნიათო ხელისუფლება, რომელმაც არ გამოიძია ზურა ვაზაგაშვილის საქმე და მის მკვლელებს საშუალება მისცა მამა შვილის საფლავზე აეფეთქებინათ. ასე ხდება, როცა ქუჩაში პოლიტიკოსებად ჩამოყალიბებული ხალხი მოდის ხელისუფლებაში და არ იციან ეა და როგორ აკეთონ.  – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *