(gnnews.ge)…ამ ქვეყანას თავზე იმხობს, ქვეყანა კი ამბოხს ითხოვს!“

get_img  პარტია “თეთრების” ანალიტიკურმა ჯგუფმა შეფასება გაუკეთა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ტელეკომმპანიაიმედისათვის მიცემულ ინტერვიუს და შემაფასებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელშიც ნათქვამია:

 პირველი დროა, ყოფილი პრემიერი სერიოზულად მოეკიდოს ყველა საჯარო გამოსვლას. რჩება შთაბეჭდილება, რომ ის არ , ან არასათანადოდ ემზადება პრესასთან, და აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობასთან შესახვედრად.

ვფიქრობთ, ბატონ ივანიშვილს ან არ ჰყავს სიმართლის მთქმელი და კვალიფიციური მრჩევლები; ან თავადაა ჯიუტი და თავში ზედმეტად დარწმუნებული.  თუმც, ეს ბევრი ხელმძღვანელის ავადმყოფობაა…

 მეორე აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, დაუყოვნებლივ გააკეთა კომენტარი, როემლიც ჩვენთვის ორი მომენტის გამოა განსაკუთრებით საყურადღებო:

ჯერ ერთი – როცა ამ დონის დიპლომატს მოსწონს ასეთი მოუმზადებელი, პირდაპირ ვიტყვი, თავად ივანიშვილისათვის საზიანო გამოსვლა, გამოდის, ამერიკის ადმინისტრაციას აწყობს ასეთივითარება;

მეორეც – საქართველოს მოსახლეობისათვის არასასიამოვნოდ ცნობილ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის თაობაზე განცხადება, რომ ისინი აშშ-ს საელჩოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, პირდაპირ მიუთითებს,  თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი.

აქ, არ შეიძლება სრულად არ დავუჭიროთ მხარი ბატონ ივანიშვილს. მეტიც, კარგი იქნება, თუ ეს პროცესი გაფართოვდება და  მოიცავს არაერთ მსგავს არასამთავრობო ორგანიზაციას და პოლიტიკურ პარტიას, რომელიც პირდაპირ ფინანსდება უცხოეთიდან და დღიდან დაარსებისა, ემსახურება ქართული ცნობიერებისათვის ,  ქართული მენტალიტეტისათვის უცხო ინტერესებს; მეტიც, მათი შეხედულებები შორსაა ზოგადკაცობრიული ღირებულებებისაგან…

 მესამე აბსოლუტურად მიუღებელია ეკონომიკური, ფინანსური, კკერძოდ, ფისკალური პოლიტიკის დადებითად შეფასება. პრაქტიკულად, ეს გახლავთ მილიარდერი სუბიექტის მიერ დამშეული და განწირული მოსახლეობის მასხრად აგდება! მაშინ, როცა ადამიანებს  უკიდურესად უჭირთ საკვებისა და წამლის შეძენა, საუბარი ლარის ჯანსაღად მოქცევაზე (?!)  – ყოფილი პრემიერის არაადეკვატურობაზე მიუთითებს.

მიგვაჩნია, ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებისათვის მან ბოდიში უნდა მოიხადოს!!  ვინაიდან გადამჭრელი ზომებისგაუტარებლობის შემთხვევაში, არსებობს საშიშროება, რომ აამოიწურება ქვეყანაში არსებული რესურსი და მივიღებთ კოლაფსს.

 მეოთხე ბატონი ივანიშვილი ვერ ხედავს ზღვარს, რომელიც არ უნდა გადალახოს არასამთავრობოს ხელმძღვანელმა, თუნდაც ყოფილმა პრემიერმა. მაშინაც კი, ორცა ამტკიცებს, ორმ არ ერევა ქვეყნის მართვის საკითხებში,. უნებლიედ წარმოაჩენს, რომ დღესაც სრულად ფლობს და ხელმძღვანელობს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. საბუთად ორი მაგალითიც კმარა:

– ერთი პიროვნების  თანამდებობისათვის  შეუსაბამისობის  თაობაზე თქვა, რომ მის თაობაზე ბატონ ღარიბაშვილს ეუბნებოდა  6-7-8 თვე.

რას ნიშნავს განცხადება – ძალიან ვაკონტროლებ, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს არანაირი ტელევიზიები – ო (??) … იქვე ტელევიზია „რუსთავი-2“-ს სიცრუის მანქანა სრულიად სამართლიანად უწოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან უნდა აკონტროლოს, თანაც ძალიან (!!!) ტელევიზიები.

 მეხუთე – თავის დაბრუნებას პოლიტიკაში „მეორედ მოსვლა“ უწოდა, რის გამოც უკვე გახდა არაერთი ირონიული შენიშვნის, პირდაპირ ვთქვათ, დაცინვის ობიექტი.

იქვე თქვა, რომ ის კვლავ გახდა „საზოგადოების წევრი“ .  ჩნდება კითხვები: აქამდე არ იყო? ან დაბრუნდა კი, ნამდვილად?

 მეექვსე ბატონი ივანიშვილი ვერ ხედავს რიგგარეშე საპარლამენტო  არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, თუმც დასაშვებად მიიჩნევს ?!

როგორც ჩანს, ის ვერ, ან არ ხვდება, რეალურად რა მდგომარეობაა ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში, როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება მმართველი პოლიტიკური ძალის დიდი ნაწილისა და მითუმეტეს, კოაბიტაციის მავნე პოლიტიკის შედეგად მიღებული საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ.

შევახსენებთ ბატონ ივანიშვილს, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა ჩადებული იყო ჯერ კიდევ როგორრც კოალიცია „ქართული ოცნების“ მექანიკურ, ხელოვნურ საწყისებზე შეკოწიწებაში,ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთ ოპონენტად აღიარებაში. ვინაიდან, პოლიტიკურ ოპონენტად დამნაშავე პოლიტიკური ძალის ცნობა  თავადაა პოლიტიკური დანაშაული, რის გამოც დადგება დრო, ქართული ოცნება“ ბოდიშს მოუხდის ქართულ სახელმწიფოს.

მეშვიდე – ზოგადად, ოცნების მიერ დაშვებულ სერიოზულ საკადრო შეცდომებად ისიც კმარა, რომ უოფილი თავდაცვის მინისტრი მთელი გუნდით გავიდა კოალიციიდან, ხოლო განსახილველი ინტერვიუს კომენტარისას თქვა, რომ „ ჩრდილიდან გამოვიდეს და მართოს ქვეყანაო“ . ხოლო პრეზიდენტმა, ანუ, ისევ და ისევ ივანიშვილისაგან შერჩეულმა პიროვნებამ, ამ ინტერვიუს შემდეგ მის შესახებ განაცხადა „ქვეყანა კულუარებიდან არ უნდა იმართებოდესო“.

 მერვე ბატონი ივანიშვილი თავის თავზე ამბობს ისეთ ფრაზებს როგორიცაა: „მე სახოგადოების ჭარბი ნდობა მაქვს“ და  „… ჩემი მოღვაწეობა“.

როგორც ჩანს, მთლად, კარგად არ ესმის სიტყვის „მოღვაწეობა“ მნიშვნელობა, ხოლო მისი ფავორიტებისადმი და  სახელმწიფოში შექმნილი სიტუაციისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხზე მიუთითებს გაზეთ „კვირის ქრონიკაში“ 26 იანვარს დაბეჭდილი ლექსის სამის ტრიქონი:

„… ამ ქვეყანას თავზე იმხობს,

ქვეყანა კი ამბოხს ითხოვს!

ქვეყანა კი ამბოხს ითხოვს!“

პარტია “თეთრების” ანალიტიკური ჯგუფი

Facebook Comments
Rate this post
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *