(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: ბიზნესი ხელში უჭირავთ სააკაშვილის წარმომადგენლებს, რომლებსაც ეკონომიკური საბოტაჟის მოწყობა შეუძლიათ

a24169პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკის არარსებობამ გამოიწვია. ამის შესახებ შაშიაშვილმა„რეპორტიორის” პრესკლუბში განაცხადა და აღნიშნა, რომ „ბიზნესი დღესდღეობით ხელში უჭირავთ სააკაშვილის წარმომადგენლებს, რომლებსაც ეკონომიკური საბოტაჟის მოწყობა შეუძლიათ”. 

„საქართველოში მოსახლეობის ჯიბიდან იღებენ იმ ფულს, რომლის შექმნაშიც ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა. საქართველოში ყველაზე მთავარია, შეიქმნას სამუშაო ადგილები და არა ის, რომ აჩუქო ვინმეს რამე და ფული მისცე. საზოგადოება დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. 

ლარის კურსის ვარდნა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკასთან. ქვეყანაში არ არის ეკონომიკა, ამიტომ ლარის კურსი არის ამ მდგომარეობაში. ბიზნესი დღესდღეობით ხელში უჭირავთ სააკაშვილის წარმომადგენლებს, რომლებსაც შეუძლიათ, ეკონომიკური საბოტაჟი მოაწყონ. ეს ასეც ხდება”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=54454

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *