თემურ შაშიაშვილის პრესკონფერენცია : ცუდი დრო ხანგრძლივდება (სტენოგრამა)

 

1410888687_1410551521_1401359008_1398850581_1355814461_temur-shashiashviliვაკვირდები საინფორმაციო სივრცეს, განსაკუთრებით სატელევიზიოს და ვხედავ, რომ ყველაფერი ნეგატივზეა ორიენტირებული. სახელმწიფო საინფორმაციო სივრცე ნეგატივზეა ორიენტირებული, ვერ წავა წინ. დღეს მომავლის საქართველოზე და პოზიტივზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცე უფრო საჭიროა.  ყველა ყველას წინააღმდეგ იბრძვის და ამ ბრძოლაში დაიკარგა საქართველო.

მინდა პოზიტივზე ვიყო ორიენტირებული და    სწორედ აქ, რეპორტიორში მსურს წარმოგიდგინოთ მოქმედების მანიფესტი, უფრო სრული, ღრმა და ანალიტიკური დოკუმენტი არ მინახავს. აქვე წარმოგიდგენთ„პატივდების სიგელს“, რომლის პირველი გვერდი მერაბ ბერძენიშვილის მიერ არის შესრულებული ,  ხოლო ბოლო გვერდზე განთავსებულია ბატონი რეზო ჩხეიძის წერილი, რომლის ემოციების და ცრემლის გარეშე წაკითხვა შეუძლებელია.

„ მოქმედების მანიფესტი“ – არის მეცნიერების მიერ შედგენილი დოკუმენტი, მართალი, ობიექტური და ამავე დროს მშვიდი, თბილი… აშკარად ჩანს,  რა განსხვავებაა  მეცნიერთა მიერ მომზადებულ  დოკუმენტსა და პოლიტიკოსების მიერ შედგენილ  დოკუმენტს შორის, რომლითაც გაივსო პოლიტიკური სივრცე.

ამ დღეებში გელათში შედგა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესი, რომელზეც მოხდა „მოქმედების მანიფესტის“  წარდგენა, კომგრესს ძალიან ცნობილი  ადამიანები ესწრებოდნენ. დოკუმენტი  მომზადებულია ბატონების მიერ :რეზო ჩხეიძის,  ანზორ ერქომაიშვილის, გივი თოიძის, არნოლდ გეგეჭკორის, რამაზ ყურაშვილის, ომარ მხეიძის,  ტარიელ ხარხელაურის მიერ.  …. ასეთმა ცნობილმა მოღვაწეებმა ასეთი დიდი განაცხადი გააკეთეს, მათ არ სურთ არც თანამდებობები…  ისინი მხოლოდ საქართველოს მომავალზე ფიქრობენ. მიწვეული საინფორმაციო საშუალებები, ტელევიზიები ინტერვიუებს იღებდნენ ჩინოვნიკებისგან, პოლიტიკოსებისგან, მაგრამ არ დაინტერესებულან გამოჩენილ მოღვაწეთა მოსაზრებით.  ეს არის ქვეყნის ტრაგედია.

შევეცდები, ხალხს საინფორმაციო საშუალებების საშუალებებით მივაწოდო ის განწყობა, რომელიც გელათში იყო. და ორი-სამი მომენტი გამოვყო. გარდა იმისა, რაც ამ დოკუმენტშია ნათქვამი, იქ ითქვა ლიტერატურულად (იქ ძალიან ბევრი იყო მწერალი)რომ სატელევიზიო სივრცე უჭირავთ მყვირალა პოლიტიკოსებს და წუნკლად მოლაპარაკე ადამიანებს. ითქვა, რომ  საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან ის ტელევიზიები, რომლებიც თავად მდარე თურქულ სერიალებს და ძალადობაზე ორიენტირებულ ფილმებს  აჩვენებენ. ის ტელევიზები, რომელთა ტოქშოუებიც ძალადობის დემონსტრაციაა. გამოჩენაც კი ზოგიერთი წამყვანის, უკვე აუდიტორიაზე ძალადობაა…  ამ დანგრეულ ქვეყანაში, ძალადობის პროპაგანდა მიდის მეტნაკლებად ყურებად ტელევიზიებში. გასაგებია, რომ ნგრევაშიც არის რომანტიზმი და მოსახლეობას ეს იზიდავს.

„რუსთავი 2“ ,რომელიც ნაციონალების დროს  სულ იძახოდა, რომ ქვეყანა შენდებაო, დღეს იმის ძახილიშა, რომ ქვეყანა დაინგრა.  ორად გაიყო  ქვეყანა ნაცები ამბობენ, რომ აშენებული ქვეყანა დაანგრია ოცნებამ, ოცნება ამბობს რომ ქვეყანას აშენებს, შეფასება, რომელიც მეცნიერებმა გააკეთეს და რომელსაც ვეთანხმები მეც, ამტკიცებს, რომ მოქკავშირმა და აღორძინებამ და მისმა მემკვიდრემ ნაცმოძრაობამ დააქციეს ქვეყანა, მაგრამ ვერ აშენებს ოცნება. ამისი დიდი იმედი და განწყობა იყო,  „ოცნებას“ არ სურს ამისი გაცნობიერება. ეს კეთილგანწყობით პოზიტიურად მინდა ვთქვა. არ მინდა ვიყო ნეგარიურად განწყობილი, შესაძლოა ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი,რომ არ მიწვევენ სხვადასხვა ტელევიზიებში სასაუბროდ, რადგან მე მხოლოდ კეთილგანწყობით გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს.

კონგრესზე ერთი  მნიშვნელოვანი რამ ითქვა: სამწუხაროა,რომ უცხოელ დიპლომატებს აინტერესებთ „თავისუფლების ინსტიტუტის“ აზრი, მაგრამ არ აინტერესებთ მეცნიერებათა აკადემიის აზრი, მერაბ ბერძენიშვილის აზრი, სხვა ცნობილი ადამიანების აზრი. გელათში, დავითობას, ითქვა, ეს დიპლომატები საქართველოდ სასიკეთოდ თუ  არიან ჩამოსულები   რატომ არ აინტერესებთ რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის, არნოლდ გეგეჭკორის აზრი და აინტერესებთ თუნდაც თემურ შაშიაშვილის, ან სხვა პოლიტიკოსების აზრი?! მაგრამ მილიონები შემოდის იქედან და როგორც ჩანს თავიანთ მილიონებს იცავენ .

ამერიკის პრეზიდენტიც რომ ჩამოვიდეს და არ შეხვდეს მეცნიერებათა აკადემიას, მოღვაწეებს და შეხვდეს მხოლოდ პოლიტიკოსებს, მათ უნდა ეყოთ ქართველობა, კაცური ღირსება და უნდა თქვან:  მე , პოლიტიკოსი კი არ ვარ საქართველო, საქართველოა ხელოვნება, მეცნიერებათა აკადემია, კულტურა, განათლება…  როცა პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს საქართველო, მაშინ დაიქცა ქვეყანა. ეს დოკუმენტი არის საქართველოს დაბრუნების გზა. საქართველო უნდა დაუბრუნდეს ხალხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.  ხაზს ვუსვამ, განსაკუთრებით თბილი და პოზიტიური დოკუმენტია.

კონგრესი გაიხსნა გელათში 8 თებერვალს, გრძელდება თბილისში 9 მარტს შოთა რუსთაველის თეატრში, და მერე გაგრძელდება საქართველოს ყვეა რეგიონში. და 6 მაისს, გიორგობის დღეს სრულდება დათათბირება მოხდება ყველასთან . 9 მარტის შემდეგ, ილიასა და აკაკის ძეგლთან დაიწყება დოკუმენტზე ხელმოწერის პროცესი. ყველას შეეძლება ამ დოკუმენტზე ხელმოწერა. ამაყი ვარ რომ უკვე მოვაწერე ხელი ამ დოკუმენტს, რომელიც ამ დიდ პიროვნებების სახელთან არის დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოუერთდება ამ დოკუმენტს.

ბედნიერი ვარ, რომ შეიქმნა  ქართული განწყობის ტელევიზია,. ქართული არ ებრძვის და არ იყო წინააღმდეგობაში მსოფლიო პროცესებთან . ქართული ნიშნავს პლანეტარულ აზროვნებას. უკრაინელ მეცნიერებს  ჰქონდა შეხვედრა მერაბ ბერძენიშვილთან, მათ თქვეს, რომ მისი სახით შეხვდნენ ეროვნულად მოაზროვნე და ამავე დროს პლანეტარულად მოაზროვნე კაცს., ასეთი ხალხი არ უყვართ, სამწუხაროდ, ხშირად ხალხსაც არ უყვარს ასეთი პიროვნებები. ხალხს უყვარს ან ამერიკასთან, ან რუსეთთან მიკედლებული ადამიანები, ამ ორმა ქვეყანამ დააქცია ქვეყენა.

პიროვნება, რომელმაც ჯალათობის ინსტრიტუტი შექმნა, ჯალათები ამრავლა ქვეყანაში, პარპაშობს მსოფლიოში, ჩვენ კი დავსდევთ საქართველოი ჯალათებს. ხმამაღლა ვამბობ, სააკაშვილი იყო კრემლის კაცი, რომელიც მოქმედებდა თავხედურად და დღეს ის ასევე თავხედურად მოქმედებს თეთრი სახლის სახელით. ამ თავხედებმა ძალიან ბევრი ვინმე აიყოლის, დაღუპეს , მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მათ დაღუპეს საქართველო. საქართველოსთვის არც კრემლის კაცია კარგი, არც თეთრი სახლის კაცი, საქართველოსთვის კარგია ქართველი ხალხის მსახური პოლიტიკოსი და განსაკუთრებით ის, ვინც მოაზროვნეა, ხელოცნებასშია, კულტურაშია. . ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხალხი  შემობრუნდეს ქვეყნის განწყობის გამომხატველი ადამიანებისკენ. ასეთი გამოსვლა ტელევიზიით არავის აწყობს,  ამ საკითხებზე სასაუბროდ არავინ მიგიწვევს ტელევიზიაში.  იქ საუბარია ვინ ვის ესროლა, მოკლა, მოიპარა, ამ დროს პოზიტივზე არავინ საუბრობს, მაშინ,როცა  პოზიტივზე ორიენტირებული ტელევიზია, საინფ. საშუა;ლება ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საინფორმაციო სივრცე ებრძვის საქართველოს, ქართულს, ეს არის ტრაგედია, და ამ დროს  ის ტელევიზია, რომელიც ქართულზე იმედზე, იქნება ორიენტირებული, იმედის განწყობას შექმნის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, დღეს ყველა ტელევიზია რუსთავი2 დაემსგავსა  და ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ.

მე არ ვიცი, რას ნიშნავს დასავლური ღირებულებები, მე ვიცი ცივილიზაციის სიკეთეები, ცივილიზაცია არ იწყება დასავლეთიდან. ცივილიზაციის სათავეებთან იდგა საქართველო, მე ვიცი ბიბლიური ფასეულობები, დიდი პატივისცემით ვარ დასავლეთის მიმართ, მაგრამ მივეკუთვნები  ადამიანთა ჯგუფს,რომლებიც თვლიან, რომ თავად დასავლეთში, გარკვეულმა პოლიტიკურმა, მასონურმა ჯგუფებმა დაამახინჯეს დასავლური ფასეულობები, ცივილიზაციის სიკეთეები. როცა ამერიკაში კანონით არის დაშვებული, რომ მამამ შვილი შეირთო ცოლად და ამას ეძახიან დასავლურს აღარაფერს ვამბობ ერთსქესიანთა ქორწინებებს – ეს არის კატასტროფა, ამერიკაში ბევრი მეგობარი მყავს და თვითონ ისინი ამას კატასტროფად მიიჩნევენ.

ბოლო პერიოდის საქართველოს  პირობითად ვყოფ სამ ეტაპად,: განუკითხაობის ეტაპი – მოქკავშირის და აღორძინების ხელისუფლების დროს, შლეგების  – როცა ნაცმოძრაობა მართავდა ქვეყანას და ეხლა არის პრიმიტიული პოლიტიკური აზროვნების პერიოდი, სამივე მიუღებელია ქვეყნისთვის, სამივეს დროს, დამარცხებულია ხალხი  და გამარჯვებულია პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი.  მე დიდი იმედით ვხდები 9 მარტს და 6 მაისს, რომ გაიმარჯვებს მოაზროვნე ადამიანთა განწყობა და მოაზროვნე ადამიანების განწყობასთან ხალხის შეერთება. საქართველო უნდა შეურთდეს მოაზროვნე ადამიანების განწყობას და არა პოლიტიკოსთა განწყობას.

ერთ ციფრს ვიტყვი, რაც დაკავშირებულია კორეასთან. ამასწინათ საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა   რომლის დევიზი იყო „მშვიდობა სოლიდარობა და ადამიანის განვითარება“. ბოლო პერიოდში კორეამ დიდ წარმატებას მიაღწია. 45 მილიარდიდან მისი ეროვნული პროდუქტი გაიზარდა 485 მილიარდამდე, იქ არის ერთ-ერთი მაღალი ცხოვრების დონე, იმიტომ რომ იპოვეს ბედნიერების ფორმულა. ისინი  პოზიტივზე იყვნენ ორიენტირებული. კიდევ ერთი ფაქტი:  კორეაში აკრძალულია, რომ ვინმემ დახმარების სახით რომელიმე ქვეყნის გარე ორგანიზაციიდან  თანხა მიიღოს. თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, არის საქართველო, რომელსაც შეუძლია გარე ძალების, გარე დახმარების გარეშე თავისი უდიდესი ადამიანური რესურსებით. გეოგრაფიული რესურსებით, პოტენციალით, კრემლის და თეთრი სახლის გარეშე მიაღწიოს დიდ განვითარებას. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის განვითარებაზე. პოლიტიკოსები, რომლებიც გარედან არ იმართებიან მე დღესაც მსურს დავადასტურო ეს  განწყობა.

მოკლედ ვისაუბრებ რამდენიმე  აქტუალურ საკითხზე.

სოციალური დაცვა – არის უმარტივესი ფორმულა,  მოსახლეობის ჯიგიდან იღებენ ფულს, რომლის შექმნაში  ხელისუფლებას მონაწილეობა არ მუღია. ეს არის უმძიმესი დასკვნა. მილიონი სამუშაო ადგილები იყო ნაციონალური მოძრაობის უდიდესი ბლეფი, ბატონი ბიძინაც მოვიდა დასაქმების ლოზუნგით. მთავარია არა ის, რომ ადამიანს ფული მისცე. აჩუქო.  ყველაზე დიდი ხელისუფლება ისაა, რომელიც ადამიანს ეხმარება რეალიზაციაში, რომ ადამიანმა თავად შეძლოს ფულის შექმნა . ქართველი კაცს სჭირდება ღირსეული სამუშაო ადგილი  და ეს არის ხელისუფლების მოვალეობა. ბიზნესის შექმნა არის ხელისუფლების მოვალეობა. ბიზნესს კლავენ და სამუშაო ადგილები არ იქნება.

მინისტრები  საუბრობენ ეკონომიკურ ზრდაზე. რა არის ეკონომიკური მდგენელი, შექმნილი პროდუქცია? არა ის, რაც არის ყოფითი ბიზნესი, სასიცოცხლო დ აუცილებელი მომსახურების შუქის, გაზის ტრანსპორტის გადასახადები. იღებენ მოსახლეობის ჯიბიდან ამ ფულს.  არაფერი იქმნება, პროდუქტები არ იქმნება, ხალხი არის გაღატაკებული. ერთ მაგალითს მოვიყვან, ალენ დელონი ჩამოვიდა, ჩვენი მოღვაწის, პაატა ბურჭულაძის საღამოა, ფასები  ვილეთებზე გაანახევრეს, მაგრამ სპორტის სასახლე ვერ გაივსო. მოსახლეობის 99 პეოცენტს მისვლა უნდოდა,მაგრამ 10-15 ლარი ვერ გადაიხადა, რომ ბილეთი ეყიდა. ეს არის მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობა. ხელისუფლებას მივმართავ, თქვენ არ იცით, რეალურად როგორ ცხოვრობს ხალხი,გამოდით თქვენი სამინისტროებიდან, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაშია.

ტყუილა ირჯებით როცა ლაპარაკობთ, რომ მდგოამრეობა სოციალური კუთხით შეიცვალა. ლარის კურსი პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან, არ არის ეკონომიკა და ამიტომ არის ასეთ მდგომარეობაში ლარის კურსი. ბიზნესი ხელში უჭირავს სააკაშვილის წარმომადგებნლებს, რომლებსაც შეუძლიათ აწარმოონ ეკონომიკური საბოტაჟი რაც დღეს სახეზეა. ადამიანები გაანადგურეს, განსაკუთრებით, ვისაც ბანკებში სესხები აქვთ გამოტანილი დოლარებში. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ფიქრობდეს, ზომებს არ იღებს. ბოლო სამ თვეში ლარი 45 ლარით დაეცა. არ შეიძლება ეს ხდებოდეს. მთავრობა ვალდებულია ამას მიხედოს.

მიწის საკითხი: მაჩვენეთ რომელიმე ქვეყანა,. სადაც მიწას ყიდიან.   დამისახელეთ სახელმწიფო, სადაც მსგავსი კანონი იყოს. ვინ მოგცათ უფლება ღვთის მიერ ბოძებული გაყიდოთ. მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით ღვთის მიერ ბოძებული მიწა და წყალის გაყიდვა დაუშვებელია და ამის შესახებ პატრიარქმაც ბრძანა.

ჟვანიას საქმე. პირველი ვიყავი, ვინც მოსაზრება ჩამოვაყალიბე. პიროვნებები, რომლებმაც მომასმენინეს აუდიოჩანაწერები თავიდანვე მაფრთხილებდნენ, აუდიოჩანაწერია და ამას მომავალი არ აქვსო./ სააკაშვილის ხელისუფლების ტრაგედია იყო, 7-8 წლის განმავლობაში რომ ვერ დადო დასკვნა. ამ ხელისუფლებამ უნდა დადოს დასკვნა. ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ორ პიროვნებას შორის იყო დიდი განხეთქილება და მისი მოცილება უნდოდათ,ეს არის ფაქტი. რამდენად ბუნებრივი იყო ყოფილი პრემიერის სიკვდილი თუ ხელოვნურად მოხდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მე რაც მოვისმინე,  კარგად ვიცი, რომ იმ ველურს, რომელიც დღესპარპაშობს უკრაინაში დიდი მონაწილეობა აქვს ამაში მიღებული.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ პრეზიდენტმა მოახდინა ამ ფაქტის დრამატიზება. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის დრამატიზება. კონსტიტუციით მას აქვს უფლება დაასახელოს კანდიდატი, ლამის ნახევარი საქართველო წარმოადგინეს კანდიდატებად. პირველი, რაც ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. უნდა დაედგინა, როგორ აიშენა დღევანდელმა მოსამართლემ ბუკიას ბაღში ფეშენებელური სასახლე. ჩვენ ამას ვითმენთ და სამართლიანობის დადგენაზე ვსაუბრობთ.

სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს მსოფლიოში ცნობილი იურისტი, ასეთებია მინდია უგრეხელიძე და ლადო ჭანტურია. მე ვისურვებდი, რომ ასეთები ყოფილიყვნენ. არც ერთს აქვს სურვილი და არც მეორეს, რამდენადაც ვიცი. ლადო ჭანტურია მომავლის კაცად მიმაჩნია საქართველოსთვის, ხელისუფლებას შეუძლია ეს გამოიყენოს. თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, , მაშინ ეს ხალხმა უნდა გააკეთოს. არ არის ადვილი , ჩახვიდე გერმანიაში და გერმანიის ერთ ერთი მთავარი სამართლებრივი ინსტიტუტის დირექტორი გახდე. მსგავსი შეძლო მინდია უგრეხელიძემ, რომელმაც მოხიბლა ევროპის სასამართლო და ლამის  ნომერ პირველ იურისტად იქცა და ეს შეძლო ლადო ჭანტურიამ, რომელიც ასეთი ვეებერთელა ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. მე ვერ ვხვდები, რატომ თქვა ბატონმა ლადომ უარი. თუ მას ქვეყნის შეცვლა სურს, ვეთანხმები, სასამართლოდან ვერ შეცვლით ბატონო ლადო ქვეყანას, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი რამის გაკეთება შეგიძლიათ ქვეყნისთვის, იმედი მაქვს , ამ შესაძლებლობას ხელისუფლება გამოიყენებს და თუ ეს არ მოხდა, ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ, გვყავს კაცი, რომელსაც აქვს საერთაშორისო აღიარება, არის კარგი ასაკის –   ამერიკაში, ჩინეთში, იაპონიაში 60 წლამდე მაღალ თანამდებობებზე არ ნიშნავენ, ამერიკაში 70 წლის უნდა გახდე რომ ეს პოსტი დაიკავო. ბატონი ლადო არის საუკეთესო ასაკის და მე მას მომავლის კაცად მივიჩნევ. სხვას ვერ ვხედავ ამ ავტორიტეტის პიროვნებას. ვითანამშრომლებდი ყველა ადამიანთან, ვინც ასე ფიქრობს.  საქართველოს გადარჩენა შეუძლია განათლებულ ადამიანებს მხოლოდ, განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებაშია გადარჩენა. ჩვენ ვერც ბელადები და ვერც მილიონრები ვერ გადაგვარჩენენ,

დასახელებულთა შორის ერთერთ გამორჩეულად ბატონ მეფარიშვილს დავასახელებდი. მაგრამ ვიცი, რომ მას არ აირჩევენ. უნივერსიტეტიდან წარდგენილ დეკანზე არის სამეცნიერო წრეებში საუბარი მას პირადად არ ვვიცნობ.  რომ ნახოთ სად და როგორ ცხოვრობს ყოფილი გენერალური პროკურორი, და რა დონის პროფესიონალია, მიხვდებით თუ რა პიროვნებაა ბატონი გია მეფარიშვილი.

ყველაზ ედიდი შეცდომა რომელიც დაუშვა მოქმედმა პრემიერმა, არის ის, რომ პროფესიონალები არ არიან საქართველოში და სანთლით უნდა მოძებნონ. ცუდად ეძებთ, ბატონებო, ასეთი ხალხით სავსეა საქართველო და ნუ გგონიათ, რომ მარტო ისინი არიან კარგები, ვინც თქვენს ირგვლივაა, გარეთაა ხალხი, რომლებიც ტვინით არიან სავსენი, მაგრამ თქვენ ამისი დანახვა არ გსურთ.

მოვითხოვ გაირკვეს, ვინ რით ფინანსდება საქართველოი.  ბატონმა ბიძინამ რომ დაასახელა სამი ორგანიზაცია, შემაშინებლად მეჩვენა ამერიკის ელჩის და პარლამენტის თავმჯდომარისგამოსვლა. თუ ეს ორგანიზაციები ტყუილს იტყვიან, ჩევნ მათ უნდა ვაპატიოთ/ ეს ორგანიზაციები წარმოუდგენლად ფინანსდებიან დაწერეთ, რა ფინანსებს იღებენ ესენი.  მითხარით, რომელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ან ქართულად მოაზროვნე ბიზნესმენი ფინანსდება. ეხმარებიან არაქართულად განწყობილ ორგანიზაციებს და ბიზნესმენებს.

ბოლოს მინდა ვთქვა. ბანკირის ფსიქოლოგია კარგია ბანკში. ყველა პროფესიას აქვს თავისი ფსიქოლოგია. ბევრ ქვეყანაში ადვოკატი ვერ ხდება სასამართლოს თავ,მჯდომარე, რადგან მას თავისი ფსიქოლოგია აქვს.  განსაკუთრებული ფსიქოლოგია აქვს ბანკირს. ხელისუფლება გაივსო ბანკირებით,  ერთი ბანკის წარმომადგენლებით ეს არის ჩვენი უბედურების ერთი სათავე. ბანკირის ფსიქოლოგიით იმართება სახელმწიფო და ბანკირის ფსიქოლოგია არ არის პოზიტივის მომტანი სახელმწიფოში. ეს ფსიქოლოგია პოზიტივის მომტანია ბანკში.

დარწმუნებული ვარ ამაზე, ისე როგორც მრავალ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე იქნება საუბარი ქართული ერთობის დარბაზის კონგრესზე. ამაზე საუბარია მოქმედებისმანიფესტში. მეამაყება, რომ მერაბ ბერძენიშვილის დარეზო ჩხეიძის სახელებთან არის ეს დაკავშირებული. კონგრესი რეგიონებსაც მოიცავს. ეჭვი არ მეპარება, რომ 9 მარტს, რუსთაველის თეატრში დიდი ქართული საუბარი შედგება. არა ვინმეს წინააღმდეგ ,  არა ვინმეს დასამარცხებლად, იმიტომ რომ ჩვემ ერთმანეთს ვამარცხებთ და საქართველო დავამარცხეთ. ხოლო გამარკვებილი ძალა თავად ემსგავსება დამარცხებულს. ამიტომ ჩვენ 9 მარტს ეს მეცნიერები მოღვაწეები საქართველოს შეთავაზებენ მართალი თბილი, გულიანი  სიყვარულით სავსე გზას დევიზი „მთავარში ერთობა, სადაოში თავისუფლება, ყველაფერში სიყვარული„  საქართველოსთან დაკავშირებით ყველას უნდა გვქონდეს ერთობა. ყველაფერში უნდა იყოს სიყვარული. საქათველოს სჭირდება პოზიტივი,საქართველო  უნდა გამოვიდეთ ნეგატიური საინფორმაციო სივრციდან და პოზიტიურ სივრცეში შევიდეს. ეს არის „ქართული ერთობის დარბაზის“ განწყობა. განსხვავებით ბევრი პოლიტიკოსისგან ვუერთდები ამას და ბედნიერი ვარ, რომ ამ მეცნიერებთან, მოღვაწეებთან  თანამშრომლობამ ბევრ საკითხში გადამახედინა ჩემი შეხედულებებისთვის. მივესალმები მათ განწყობას, რომ საქართველოს გადარჩენა არ არის გარეთ, საქართველოს გადარჩენა არის ქართველში, საქართველოს გადარჩენა არის საქართველოში. „თურაშაულის პატრონი ტყეში ნუ ვეძებთ პანტასა“!

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *