(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი პრემიერს: ნუ გგონიათ, რომ მარტო ისინი არიან კარგები, ვინც თქვენს ირგვლივაა

თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებს აფასებს.

დღევანდელი საკადრო პოლიტიკის ნათელი მაგალითია პროცესები უზენაესი სასამართლოსთავმჯდომარესთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მოახდინა ამ ფაქტის დრამატიზებაკონსტიტუციით, მას აქვსუფლება, დაასახელოს კანდიდატი, ლამის ნახევარი საქართველო წარმოადგინეს კანდიდატებად“, აცხადებს „თეთრების” ლიდერი.

მისი თქმით, სასამართლოს თავმჯდომარე უნდა იყოს მსოფლიოში ცნობილი იურისტი, ასეთები კი არიან მინდიაუგრეხელიძე და ლადო ჭანტურია.   

ლადო ჭანტურია მომავლის კაცად მიმაჩნია საქართველოსთვის, ხელისუფლებას შეუძლია, ეს გამოიყენოს. თუხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ ეს ხალხმა უნდა გააკეთოს. არ არის ადვილ, გახდე  გერმანიის ერთერთი მთავარი სამართლებრივი ინსტიტუტის დირექტორი…  მსგავსი შეძლო მინდია უგრეხელიძემ, რომელმაცმოხიბლა ევროპის სასამართლო და ლამის  ნომერ პირველ იურისტად იქცა. ეს შეძლო ლადო ჭანტურიამ,რომელიც ასეთი ვეებერთელა ინსტიტუტის ხელმძღვანელი გახდა. მე ვერ ვხვდები, რატომ თქვა ბატონმა ლადომუარი, თუ მას ქვეყნის შეცვლა სურს. ვეთანხმები, სასამართლოდან ვერ შეცვლის ბატონი ლადო ქვეყანას, მაგრამუფრო მაღალი პოსტიდან მას  ძალიან დიდი რამის გაკეთება შეუძლია ქვეყნისთვის. იმედი მაქვს , ამშესაძლებლობას ხელისუფლება გამოიყენებს და თუ ეს არ მოხდა, ამაზე უნდა იფიქროს საზოგადოებამ, –აცხადებს შაშიაშვილი და ასევე აღნიშნავს, რომ  დასახელებულთა შორის ერთ-ერთ გამორჩეულად მეფარიშვილს მიიჩნევს.

გარდა ამისა, „თეთრების” ლიდერი  ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის შეცდომებზე საუბრობს. 

ყველაზ დიდი შეცდომა, რომელსაც უშვებს  პრემიერი, არის ის, რომ თვლის,  თითქოს პროფესიონალები არარიან საქართველოში და სანთლით უნდა მოძებნონ. ცუდად ეძებთ, ბატონებო, ასეთი ხალხით სავსეასაქართველო და ნუ გგონიათ, რომ მარტო ისინი არიან კარგები, ვინც თქვენს ირგვლივაა. გარეთაა ჭკვიანი,გამოცდილი, ღირსეული ხალხი, მაგრამ თქვენ ამისი დანახვა არ გსურთ,  – აცხადებს შაშიაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=54696

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *