(gnnews.ge)თემურ შაშიაშვილი:-„დღეს კი ქვეყანა მისი ერგულებით, მისი ახლობლებით, კიდევ მეტი, ერთი ბანკის ყოფილ ჩინოსანთა მიერ იმართება…“

686_10200099944398880_225215425_n

„კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს პარტია „თეთრების“ლიდერი თემურ შაშიაშვილი ეხმიანება და ამბობს:

-„თეორიულ განსჯაში სრულად ვეთანხმები….მთავარია,როგორც საუბრობს, ისე იმოქმედოს….საუბარში სახელმწიფო განწყობა  ჩანს, ეს კარგია, მოქმედებაში ზომაზე მეტად, სუბიექტურობამდე ტენდენციურია, ეს ცუდია…ეს ინტერვიუ  ზოგადქართული ხედვით გამორჩეულია  სხვა  მისი  გამოსვლებისა  და საგაზეთო პუბლიკაციებისაგან – ეს  იმედის  მომცემია….

მინდა ვთქვა,რომ მისი შეფასებები ზუსტად ემთხვევა 23 ნოემბერს, გიორგობას,  სამების  ტაძარში საზოგადოებისათვის წარდგენილი და 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის  დღეს გელათში  „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის  გახსნაზე განხილული “მოქმედების მანიფესტის”განწყობას. მას საზოგადოებისათვის  ცნობილი  და  ბატონი ბიძინასადმი  კეთილადგანწყობილი  მოღვაწეები – რეზო ჩხეიძე, ანზორ  ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, თემურ გუგუშვილი, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი,რომან რურუა,რამაზ ყურაშვილი აწერენ ხელს…,

კარგია, რომ  ბატონი ბიძინას ინტერვიუ “ქართული ერთობის დარბაზის” თბილისის კონგრესის  წინ გამოქვეყნდა…კონგრესი გელათის შემდეგ თბილისში, რუსთაველის თეატრში 9 მარტს აგრძელებს მუშაობას, შემდგომ  რეგიონებში  გაგრძელდება და 6 მაისს  დასრულდება  მოქმედების დიდი  პროგრამის  მიღებით..

კონგრესის მთავარი განწყობა მოქმედების მანიფესტშია ჩადებული:

საქართველოში უნდა დამთავრდეს ანონიმური და ერთპიროვნული გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დრო და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისათვის!

“მოქმედების მანიფესტის” ხელმომწერნი თვლიან თვლიან: საქართველოში უნდა დაინერგოს პრინციპი-ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება;ხელისუფლებას მართავს საზოგადეობა,საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.

რამდენად  შეძლებს ბატონი ბიძინა ამ პრინციპების,  ანუ იმის  მოქმედებაში მოყვანას,  რის დეკლარირებასაც  თავის ინტერვიუში  აკეთებს, ამას დრო გვაჩვენებს…დღეს კი ქვეყანა მისი ერგულებით, მისი ახლობლებით, კიდევ მეტი, ერთი ბანკის ყოფილ ჩინოსანთა მიერ იმართება…

არ შემიძლია ერთი ციტატა არ მოვიყვანო ბატონი ბიძინას აღნიშნული ინტერვიუდან „…საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება…ერთ  საძმაკაცოს ქვეყნის ინტერესები ვერ შეეწირება“ – თეორიულად არაჩვეულებრივი პოსტულატია, რეალობაში სრულად საპირისპირო გვაქვს.

წყარო http://gnnews.ge/?p=4843

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *