(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: დღეს პოლიტიკოსების დრო არ არის!

news_56030პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ „ის, რაც ქვეყანაში ხდება- ლოგიკურია”.

აღნიშნული განცხადება თემურ შაშიაშვილმა დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა საკადრო პოლიტიკაა.

„რამდენიმე რეგიონში მომიწია ჩასვლა ბოლო პერიოდში. ხალხი უკმაყოფილოა. გამგებლებზე ვესაუბრებოდი და ასეთ რამეს ამბობდნენ – ისეთი გამგებელი გვყავს, სოფლის ასეულის შედგენა რომ დაევალებინა ვინმეს, იმ ასეულშიც რომ არ მოვახვედრებდითო.  ირაკლი ღარიბაშვილს სწორი საკადრო პოლიტიკა რომ ჰქონოდა, 5-ჯერ მეტს გააკეთებდა.

 დღეს პოლიტიკოსების დრო არ არის, ისეთი პოლიტიკოსების, რომლებიც ქვეყნის გარედან ფინანსდებიან და სხვა ქვეყენის მიერ იმართებიან”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *