(Gnnews.ge) თემურ შაშიაშვილი:-„მინდა ვებრძოლო სატელევიზიო სამართალს, რომელიც გამეფდა ქვეყანაში“

DSC_1409პარტია „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი თვლის, რომ აუცილებელია გარედან შემოგდებული სატელევიზიო სამართალის დამარცხება.

-„ეს შეუძლებელია გააკეთოს რომელიმე პოლიტიკოსმა, რომელიმე ცალკე აღებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ამას სჭირდება მთელი ქვეყნის კონსოლიდაცია. ადრე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს ქვეყანას ამშევენ და აუძლურებენ,  რომ ადვილად მართონ-თქო, სამწუხაროდ გამართლდა ჩემი პროგნოზი და ვხედავთ, რომ დამშეული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხალხის მართვა ადვილია. დღეს ქვეყანაში არსებული სატელევიზიო სამართალი ამკვიდრებს უიმედობას, დეპრესიას, უიმედო ადამიანების მართვა კი ადვილია, თუნდაც იმიტომ, რომ არავის არ აქვს არც არცევნების იმედი, არც არაფრის შეცვლის იმედი და ეგუება იმას, რა მდგომარეობაც აქვს“.

პარტიის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ ძველი მთავრობის ლანძღვით არ უნდა იყოს დაკავებული და უნდა იფიქროს მომავალზე, უნდა გადადგას ნაბიჯები უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად. მისივე თქმით, „დღეს ქვეყანა იმართება ბანკირის თვალით“ და შექმნილ მდგომარეობას ვერ გაუძლებს ქვეყანა, სადაც უმუშევართა რაოდენობაც არ ვიცით და საერთოდ არ არის განსაზღვრული ეს სტატუსი.

   „საქართველოს გადარჩენა შეუძლია ქართული განწყობის და საქართველოზე საქართველოზე ორიენტირებული მოაზროვნე ადამიანების კონსოლიდაციას და როგორ გაგრზელდება ეს, ვნახავთ 9 მარტს, ქართული ერთობის დარბაზის მორიგი შეკრების დროს”.

იდეო

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *