(გეონიუსი) ქუჩის პოლიტიკა სხვა ქვეყნის ინტერესებშია და არა საქართველოსი – თემურ შაშიაშვილი 21 მარტის აქციაზე

shhhh21 მარტს დაგეგმილ ნაციონალური მოძრაობის“ შეკრებასთან დაკავშირებით თეთრების ლიდერს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. თემურ შაშიაშვილის აზრით, ქუჩამ დამანგრეველი როლი შეასრულა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში.

„დაპირისპირებულ პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება კი ერთ მუშტადაა შეკრული. ასეთი ბოროტება გამოდის ქუჩაში 21 მარტს. უხერხემლო ხელისუფლებამ გააძლიერა ბოროტება. მოქმედების დროა, მაგრამ გონებით და არა ქუჩით და ემოციით.  ქუჩის პოლიტიკა სხვა ქვეყნის ინტერესებშია და არა საქართველოსი. ქუჩა ემოციაა,საქართველოს მომავალი გონებასთანაა დაკავშირებული. ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია გონებაა აქვს დაკარგული და ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში.ქუჩის პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა.თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია,უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი, და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ხედავს რომ არა ქუჩის გახმაურებულ აქციებში, არამედ ისეთი სერიოზული შეკრებებში, როგორიცაა “ქართული ერთობის დარბაზის“ თბილისის კონგრესი” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ერთობის თბილისის“ კონგრესი გაიმართა 9 მარტს რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. კონგრესის შემდეგი სხდომა დაგეგმილია 27 მარტს- ბათუმში ხოლო შემდგომ ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება და უცხოეთის იმ ქვეყნებში გააგრძელებს მუშაობას, სადაც ქართველობა ისტორიულად სახლობს,თუ ბედის უკუღმართობისა და გაჭირვების გამოა გახიზნული. ოქტომბერში კი თბილისობის დღესასწაულზე დაგეგმილია ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის ჩატარება.

წყარო: http://geonews.ge/category/8/politics/news/209703/shashiashvili_aqcia.html

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *