(gnnews.ge) თემურ შაშიაშვილი:-„ქუჩის პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა,თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია,უნდა დავიბრუნოთ საქართველო“

 shh ქუჩის აქციები არ მოსწონს პარტია „თეთრების“ ლიდერს, თემურ შაშიაშვილს და ამბობს, რომ ასეთი აქციები პრობლემებს ვერ გადაჭრის, დამატებით კი დაამატებს.

„დაპირისპირებულ პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფილ საქართველოში სიკეთე გათითოკაცებულია და ბოროტება კი ერთ მუშტადაა შეკრული. ასეთი ბოროტება გამოდის ქუჩაში 21 მარტს. უხერხემლო ხელისუფლებამ გააძლიერა ბოროტება. მოქმედების დროა, მაგრამ გონებით და არა ქუჩით და ემოციით.  ქუჩის პოლიტიკა სხვა ქვეყნის ინტერესებშია და არა საქართველოსი. ქუჩა ემოციაა,საქართველოს მომავალი გონებასთანაა დაკავშირებული. ქართულ პოლიტიკას დიდი ხანია გონებაა აქვს დაკარგული და ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში. ქუჩის პოლიტიკოსებმა ხალხს წაართვეს ქვეყანა.თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია,უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო. გამოსავალი არა ქუჩის გახმაურებულ აქციებში, არამედ ისეთი სერიოზული შეკრებებში, როგორიცაა “ქართული ერთობის დარბაზის“ თბილისის კონგრესი” – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *