(gnnews.ge)თეთრები“ პოლიტიკურ ძალებს სახელისუფლებო ამბიციების მოთოკვისკენ მოუწოდებს

  11000880_678644508931159_1547725595320612506_nპარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური გაერთიანება უერთდება და სრულიად იზიარებს ერთობის დარბაზის” მთავარ დოკუმენტს, “მოქმედების მანიფესტს” და მიმართავს სხვა პოლიტიკურ ძალებსაც დაივიწყნ ამბიცია და შეუერთდნენ მოაზროვნე ადამიანების განწყობას.

-„პარტია “თეთრები” სრულად იზიარებს “ქართული ერთობის დარბაზის” მთავარ დოკუმენტს, “მოქმედების მანიფესტს”, გელათისა და თბილისის კონგრესის განწყობასა და სულისკვეთებას. ჩვენ გვეამაყება, რომ “თეთრების” წევრ მეცნიერთა დიდი ნაწილი მონაწილეობდა ამ დოკუმენტების შექმნაში და სწორედ ამიტომ, ვუერთდებით კონგრესის მძიმე, მაგრამ დღევანდელობის შესაბამის გადაწყვეტილებას: უნდა დამთავრდეს პარტიების თარეში საქართველოში, ხალხმა დაიბრუნოს პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო, რომ დაპირისპირების გზა ჩიხია. არ არის ქართული, რომ საქართველოს მომავალი მოქმედების ჰარმონიზაციასთან არის დაკავშირებული.

  “თეთრები” მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, მოვერიოთ სახელისუფლებო ამბიციებს და შევუერთდეთ მოაზროვნე ადამიანთა განწყობას, რომელიც ჩამოყალიბებულია “მოქმედების მანიფესტში”. შევუერთდეთ გადაწყვეტილებას ყოველთა ქართველთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევისა და ამ კონგრესზე მომავლის საქართველოს პროგრამის მიღების თაობაზე“.

როგორც თემურ შაშიაშვილმა ჩვენთან საუარში განაცხადა, მომავალ კვირას ის ამ თემაზე ბრიფინგს გამართავს.

-„ვიცი ბევრს არ მოეწონება ჩემი გამოსვლა, ბევრსაც გააღიზიანებს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას“-განაცხადა შაშიაშვილმა.

წყარო: http://gnnews.ge/?p=7062

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *