(sazogadoeba.ge) თემურ შაშიაშვილი: 21 მარტს „ოცნების“ მხარეს მხოლოდ ერთი მოცემულობის გამო დავდგები

f63c01ad53a7e69„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის თქმით, არსებობს ერთი მოცემულობა, რომლის გამოც ის 21 მარტს „ოცნების“ მხარეს დადგება:

„21 მარტს აშშ-ს სურს, ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი შეამოწმოს. ამ პარტიას, ალბათ, სააკაშვილს მოაცილებენ, სხვა ოდიოზურ ფიგურებსაც უკრაინაში გაიყვანენ, წინ სხვებს წამოსწევენ და ამ პარტიას სათავეში ირაკლი ალასანია ან გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგება. მერე, შესაძლოა, რესპუბლიკური პარტია შეუერთონ და ახალ სიმბიოზს მივიღებთ. სააკაშვილს შავ საქმეს გააკეთებინებენ _ ვითარება რომ დაიძაბოს, და ა.შ. აშშ ხედავს, ნაციონალების გაგრძელება, `ოცნება~, ავტორიტეტს კარგავს, თან, შესაძლოა, ის არც ისეთი ამერიკული აღმოჩნდეს, როგორც ეგონათ და ამიტომ პროცესს ხელოვნურად მართავენ. მათთვის მთავარია, საქართველოში ამერიკული განწყობის პარტიამ გაიმარჯვოს, რაც ქვეყნისთვის საზიანოა .

21 მარტს მოვლენათა შესაძლო განვითარება  იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი ადამიანი გავა აქციაზე.

აშშ აანალიზებს, რა უყოს ნაციონალურ მოძრაობას _ დაიტოვოს საკუთარ დასაყრდენად, ვინმე შეუერთს თუ მთლიანად სხვა ძალით ჩაანაცვლოს.  ის, ვინც 21 მარტს ქუჩაში გავა, მხოლოდ „ნაციონალების“ მხარდამჭერი იქნება. რადგან ალასანია და რესპუბლიკელები ამ პროცესს ჩამოაცილეს და ნეიტრალური შეფასებები გააკეთებინეს.“  – აცხადებს თეთრების ლიდერი.

წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=26876

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *