(geonews.ge) საშიშია დღევანდელი ხელისუფლება, რომლის უმოქმედობა თუ მოქმედება აძლიერებს მოწინააღმდეგეს – თემურ შაშიაშვილი

“თეთრების” ლიდერის თემურ შაშიაშვილისთვის 21 მარტი რაიმეს ათვლის წერტილი არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ეს პროცესები  ქვეყნის გარედან იმართება და საფრთხის შემცველია.

„სრულიადაც არ ვთვლი, რომ 21 მარტი რაიმე ათვლის წერტილია. თუმცა ამავე დროს მიმაჩნია, რომ ეს პორცესები იგეგმება არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარედან და ისინი საფრთხის შემცველია. თუმცა ასევე საშიშია დღევანდელი ხელისუფლება, რომლის უმოქმედობა თუ მოქმედება აძლიერებს მოწინააღმდეგეს.

დიახ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს აძლიერებენ. ეჭვი მეპარება, რომელმე მათგანს უნდოდეს, რომ სხვა პოლიტიკური ძალა იყოს პოლიტიკურ ასპარეზზე. ხოლო რაც შეეხება 21 მარტს ვიმეორებ, რომ ჩემთვის ათვლის სისტემა კი არ არის. როგორც ამაზე ძალიან საუბრობს საქართველოში. რაც შეეხება იქ მისულ ადამიანებს, მხოლოდ ავადმყოფური აზროვნების ადამიანები უჭერენ დღეს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სააკაშვილს. მხოლოდ ავადმყოფურად მოაზროვნე ადამიანებს შეუძლია მოსწონდეს ის პოლიტიკური ძალა, ვისაც 9 წლის განმავლობაში გაუბედურების მეტი არაფერი გაუკეთებია ქვეყნისთვის, და მოსახლეობისთვის, ვინც შექმნა ბუტაფორიული სახელმწიფო, რომელზეც შეუძლებელია ჭეშმარიტი ქვეყნის აშენება. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *