(georgianpress.ge)თემურ შაშიაშვილი:-“ამის არც მოთმენა შეიძლება და არც გაგრძელება!”

shპარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი სპეციალურ განცხადებას საზოგადოებას სპეციალური განცხადებით  მიმართავს:

-“ხელისუფლება, რომელიც ანგარიშს უწევს დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, პოლიტიკურ სექტას,  არ აინტერესებს კეთილგანწყობილი მრჩეველი და ზურგს აქცევს მხარდამჭერებს, არის სუსტი და შეშინებული.

ასეთი ხელისუფლება ვერასდროს ვერ გახდება ქართული.

რაც გვჭირს, ამის გამო გვჭირს ბოლო წლებია საქართველოში: ხელისუფალნი თავზე ხელს უსვამენ დამნაშავეებს, გარიყეს მოაზროვნენი, ახლოს არ იკარებენ ძლიერს, თავს კარგად გრძნობენ მონური ფსიქოლოგიის ადამიანთა გარემოში.

ამის არც მოთმენა შეიძლება და არც  გაგრძელება: არც იმის მოთმენა შეიძლება, როგორც დამნაშავე „ნაცსექტა“ იქცევა და არც იმის გაგრძელება, როგორადაც „ოცნების“ მიერ ქვეყანა იმართება.

მინდა ვისურვო, რომ მეცნიერების, კულტურის და ხელოვნების მოღვაწეთა დიდი ჯგუფის მიერ დაფუძნებულმა „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესმა, რომელიც გელათისა და თბილისის შემდგომ  27 მარტს აგრძელებს მუშაობას ბათუმში, არა მარტო შეფასება მისცს ყველაფერ იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში, არამედ გამოკვეთოს ქვეყნის განვითარების სხვა გზა… გზა, რომელიც იქნება ქართული და წინააღმდეგობაში არ იქნება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან.

დღეს მხოლოდ ეს შემიძლია ვთქვა „ნაციონალების“ პოლიტიკური სექტის მოწყობილ აქციასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვადასტურებ იმას, რაც ვთქვი „რეპორტიორის“ პრესკლუბში 19 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე”.

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *