(ქრონიკა) თემურ შაშიაშვილი: თქვენ მეკითხებით, რატომ დაემსგავსა “ქართული ოცნება” ნაცმოძრაობას” ? პატრონი ჰყავთ ერთი

ივანიშვილი დაჩიავდა იმიტომ, რომ წავიდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.

1445„ქართული ოცნება” „ნაცმოძრაობას“ უფრო და უფრო ემსგავსება. სად არის პრობლემა? ამაზე „ქრონიკას” თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

– ბატონო თემურ, რატომ დაემსგავსა „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობას“? 

– ჯერ ფაქტებს გეტყვით, შემდეგ იმასაც აგიხსნით, რატომ  გვანან ესენი ერთმანეთს. რეზო ჩხეიძემ ამას წინათ წერილი გაუგზავნა პრეზიდენტს დ პარლამენტის თავმჯდომარეს,  65 წელს გადაცილებული ქალები ციხეში ნუ გყავთ, თუ მკვლელობა  და სახელმწიფო ღალატი არ ჩაუდენიათ, 70 წელს გადაცილებული მამაკაცები ციხეში ნუ გყავთ, ასევე ბავშვები ნუ გყავთ ციხეებშიო. გამოუშვეს კრიმინალები და რეზო ჩხეიძეს პასუხი არ აღირსეს. ეს კაცი წერს, მთელი მსოფლიო შემოვიარე, ყველგან ქართველები მხვდებიან,. ნახევარი საქართველო გაქცეულია, ჩამოიყვანეთ, შეკარით, გააერთიანეთ ქვეყანაო, ეს არავის არ აინტერესებს, ამ დროს გამოვა რომელიმე ოპოზიციონერი რაღაცას იტყვის  და მეორე დღეს მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს. ეს ქვეყანაა?

თქვენ მეკითხებით, რატომ დაემსგავსა „ქართული ოცნება“ ნაცმოძრაობას’ ? თქვენ გგონიათ, ამათ უნდათ, „ნაციონალებს“ რომ ემსგავსებიან? პატრონი ჰყავთ ერთი , როგორც კი ცოტა სხვანაირ ნაბიჯს გადადგამენ, იმ წუთშივე გაააქტიურებენ მეორე მხარეს.

ბიძინა ივანიშვილს ყველა მტერი ეგონა, ვინც მარგველაშვილის არჩევას  წინააღმდეგებოდა. ვინ იყო სოროსული თანხების ხარჯვის სათავეებთან? ვინ იყო ენ-დი-აის სათავეებთან? ვეღარ გაიგო ბიძინა ივანიშვილმა, რომ თავისუფლების ინსტიტუტში არ არის ქართული ცნობიერება, რაღა ეს ხალხი მოჰყვს ქვეყნის სათავეში?

დღეს ხელისუფლებაშიც ეს ხალხია, პრეზიდენტის გარემოცვაშიც და პარლამენტშიც. კიდევ ძლიერი ყოფილა საქართველო, ამდენს რომ უძლებს და ამდენს რომ ითმენს!

ახლა გეტყვით ორ მაგალითს: პირველი – ისრაელში დღევანდელ პრემიერ-მინისტრს პრაქტიკულად წაგებული ჰქონდა არჩევნები, ბენიამინ ნეტანიაჰუ ჩავიდა ამერიკაში და არ მიიღო ბარაკ ობამამ. ამით ამერიკელებმ მიანიშნეს, შენთან ურთიერთობა დავამთავრეთ,მაინც წაგებული გაქვსო. როგორც კი ებრაელმა ხალხამ დაინახა, ნეტანიაჰუ ამერიკელებს არ მოსწონთო, ყველამ ხმა მისცა და ამ კაცმა გაიმარჯვა.

მეორე – საფრანგეთში იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამერიკელებს ფეხქვეშ ეგებიან, უარი უთხრეს, არ აირჩიეს. კი ბატონო, ამერიკელები საკუთარი ინტერესებიდან გამოდიან და რაც უფრო მოდრეკილი იქნება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, მით უფრო აწყობთ/ მოდრეკილი კი არა, დაჩოქილი იყო შევარდნაძე, მონა იყო სააკაშვილი, იგივე გრძელდება დღესაც, როდემდე შეიძლება ამის გაგრძელება? ნახეთ,  წავლენ ამერიკაში ან ევროპაში, ჩამოვლენ და სულ სხვანაირად ლაპარაკობენ.

 – სწორედ ასე დაემართა მარგველაშვილს რამდენიმე დღით წავიდა ქვეყნიდან , ჩამოვიდა და იძახის, მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა აღარ მინდა , უკვე დავამთავრეო.

– კი, თუნდაც პრეზიდენტი იყოს, ორი დღით ბალტიისპირეთში გავიდა და იძახის, სააკაშვილს აღარ გავაკრიტიკებო, რასაც უცხოელები ლაპარაკობენ, სწორედ ის ჩამოაყალიბა მარგველაშვილმა, თურმე 9 წლის განმავლობაში დიდი წარმატებები გვქონია,არ არის ეხლა ეს პრეზიდენტი მონა?

იცით ეს ყველაფერი სიდან მოდის? იქედან, რომ საქართველოში ყველა ზის სხვის სკამზე… არ ზის მარგველაშილი თავსი სკამზე, ამაში ხომ მაინც დამეთანხმებით?

 – გეთანხმებით , ეგ ბიძინა ივანიშვილმა დასვა ვიღაცის სკამზე.

– ჰოდა, ეს არის წესიერება? ესენი დაშინებულები არიან, ვერც ამერიკელებს ელაპარაკებიან ნორმალურად, ვერც რუსებს, რა უნდა იწამო იმ პოლიტიკოსების, რომლებიც, სანამ ბიძინა ივანიშვილთან იყვნენ, ეს კაცი ლამის ღმერთს გაუტოლეს, წავიდნენ და რა სიტყვებით ლაპარაკობენ მასზე? ღმერთო დამიფარე, ასეთ რამეს როგორ ვიკადრებ?

 – მარტო წამოსულები კი არა, მასთან არიან და ზურგს უკან ლანძღავენ.

– დიახ, დღეს მის გარემოცვაში რომ არიან გარეთ ისეთ რაღაცეებს ლაპრაკობენ, მე იმის მეათედს არც ვფიქრობ, ვერც ვილაპარაკებ და არც მინდა, რომ ვთქვა, მე ივანიშვილის ფასი ვიცი, ის არც პოლიტიკოსია, არც მმართველია, რასაც აკეთებდა და რის გამოც ხალხს უყვარდა, ის საქმე იცის თუ ამ საქმეს გააგრძელებდა, ის იქნებოდა ბედნიერი, ივანიშვილი დაჩიავდა, უკვე ვეღარ გამოვა ამ მდგომარეობიდან.

 – მისი  დაჩიავების მიზეზი რა არის?

– მიხეილ სააკაშვილი მაშინ დაჩიავდა, როცა იძახდა დავით აღმაშენებელი ვარო. ეხლა ივანიშვილი ლაპარაკობს, ილია ჭავჭავაძე ვარო, მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი მუდმივად ამტკიცებდა, რომ განათლებული იყო… ადამიანი, რომელიც ამას ამტკიცებს, გაუნათლებელია. საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს ეს პრობლემა ჰქონდა, გამსახურდიას გარდა. ყველა არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა და ამიტომაც იზეპირებდნენ ფილოსოფოსების გვარებს თუ გამონათქვამებს. ივანიშვილი დაჩიავდა იმიტომ, რომ წავიდა იქ, სადაც მისი ადგილი არ იყო.

სხვათა შორის, რეზო ჩხეიძემ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, როცა მე-9 არხს აუქმებდა, ნუ გააუქმებ, კულტურისა და ხელოვნების არხი იყოსო. ბატონმა ბიძინამ ეს არ გითვალისწინა, ვის აინტერესბს კულტურა და მეცნიერება? იტყვის რაღაცას ალასანია, რომელიც გუშინ ამტკიცებდა, ივანიშვილი ჩვენი მამა ღმერთიაო, გამოლაგდებიან მეორე დღეს და პასუხს პასუხზე სცემენ. კი მაგრამ, ამ ქვეყანაში სინდისი აღარ არსებობს? ალასანია იქამდე მივიდა, „ნაციონალებთან“ შეიძლება ლაპარაკიო! ესაა ქვეყანა და ესენი არიან პოლიტიკოსები? მატყუარები!

თქვენ როგორ გგონიათ, ვინ გააუქმა ადეიშვილის წითელი ცირკულარი? მე ვიცი, ღამეები არ სძინავს პრემიერ-მინისრს, მას უთხრეს გარედან, ჩვენ გავაუქმებთ,  თქვენ რაც გინდათ, ის ჰქენით, ქვეყნის შიგნითო. თუ არ გაუწევ არანაირ წინააღმდეგობას და იმასაც კი დამალავ, რაც სინამდვილეში გითხრეს, სულ ასე იქნება. მუდამ ასე გაგვაბითურებენ. აგერ,საბერძნეთის პრემიერი პირდაპირ ამბობს, არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც თავზე დამაჯდებაო. კაცი არ ჩანს საქართველოში, რომელიც ამერიკასაც და რუსეთსაც ეტყვის, დავიღალეთ ორივეს ჭიდილში, დაგვანებეთ თავი! ჩვენ ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა დამონების სიმბოლოდ ვაქციეთ. ამ მდგომარეობას ვერ ვიყენებთ.

 ესაუბრა გელა ზედელაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *